კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წელიწადს საგრძნობლად გაუმჯობესდა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავაე განაცხადა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო. მისი თქმით, ჟოან ლაპორტას ვალები ჰქონდა.
“მაშინ, როდესაც ჩემმა გუნდმა დაიწყო კლუბში მუშოაბა, შევნიშნე, რომ ვალები იმაზე მეტი იყო, ვიდრე ადრე გვეგონა. ამ შემთხვევაში მე ძალიან შეუვალი და მკაცრი ადამიანი ვარ, შემიძლია ამის გამო მეგოვრებიც დავკარგო, თუ ისინი რამეს არასწორად გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ დაუღალავი შრომის შემდეგ მივაღწიეთ სასურველ შედეგს და ახლა ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა”. დაასრილა “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა
