დღეს, ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “გრანადას” დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.
გთავაზობთ იმ თერთმეტეულს, რომელსაც ოფიციალურად, “ლურჯ-ბროწეულითა” თავკაცი, რონალდ კუმანი “ნუევო ლოს კარმენესზე” გამოიყვანს:
| ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ბუსკეტსი, გრიზმანი, მესი, დემბელე, პედრი, ჟორდი ალბა, დე იონგი, მინგესა. |
როგორც ვხედავთ, დღევანდელი სასტარტო “ატლეტიკთან” გამოყენებულ სასტარტოს ძალიან ჰგავს, თუმცა დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებს კლემან ლანგლე, რომელსაც 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. 57 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ფრანგი მცველი მინგესამ ჩაანაცვლა.



