workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამარჯვებისკენ მივიწევთ – ლაპორტა

გამარჯვებისკენ მივიწევთ – ლაპორტა

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა რამდენიმე საინტერესო თემას ეხება.

კლუბს პრეზიდენტის, სახელმძღვანელო შტაბისა და ლიდერის გარეშე ყოფნა აღარ შეუძლია. გადაწყვეტილება მიღებულია, რომელსაც 24 იანვარს ვიხილავთ.

არჩევნების გადადების მიზეზი არ არსებობს – ჩვენ იგივე სიტუაცია და დაბრკოლებები გვაქვს. მის ჩასატარებლად და დემოკრატიული გზით ხმის მისაცემად მექანიზმი შექმნილია.

ვიმედოვნებ, ხმის მიცემას მშვიდად შევძლებთ, რადგან ეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ყველა გულშემატკივარს სურს.

“ბლაუგრანას” ყოფილი პრეზიდენტი სხვა კანდიდატების, კერძოდ კი ჩავი ვილაჟოანას განცხადებას ეხმაურება, თუმცა კონკრეტულ სახელებს არ ასახელებს:

ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ხელმოწერების შეგროვების დედლაინი შეიცვალოს. სხვა კანდიდატებს პატივს ვცემ, მაგრამ ეს იდეა საარჩევნო პროცესს შეცვლის და ნებისმიერი სახის პროვოკაციას ხელს შეუწყობს.

ჟოანი ასევე Mundo Deportivo-ს გამოკითვაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც იგი არჩევნების მოგების აშკარა ფავორიტია.

არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ, თუმცა ჩვენ გამარჯვებისკენ მივიწევთ. როდესაც ეს ეტაპი ჩაივლის, ხმებს მოვითხოვთ და პარტნიორების დარწმუნებას ვეცდებით. რაც უფრო მალე მოვალთ გუნდის სათავეში, მით უკეთესი იქნება “ბარსელონასთვის”.

ლაპორტა მადრიდში განთავსებულ ბანერზე დასძენს:

ეს ყველაფერი “ბარსელონას” ფონდის სასიკეთოდ კეთდება, ეს კი სწორი გეგმაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლაპორტა სოციალურ პროგრამას სამი ადამიანის – ჟორდი პორტაბელიას, ანტონი ესკუდეროსა და ჟოან სოლერის გარშემო ააწყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    schedule 07 იან 2021, 20:02
    #5

    თუ ეს არ მოვა მაშინ ისევ ამ მდგომარეობაში მყოფი ბარსას ხილვა მოგვიწევს დიდი ხანი, არამგონია ფონტის ახალი და ექსპერიმენტული იდეები ამ მომენტისთვის გამართლებული იყოს

  • AnriCule
    schedule 07 იან 2021, 19:32
    #4

    დიდი შანსია ლაპორტას გასვლის და იმედია არ გაგვიცრუებს იმედებს

  • BEQA BARCA
    schedule 07 იან 2021, 19:14
    #3

    ეს უნდა მოვიდეს თორე გუნდში ძაან არეული ყველაფერი მხოლოდ ეს შეძლებს გამოსწორებას.

  • M10 S9 D11
    schedule 07 იან 2021, 18:43
    #2

    უნდა გაიმარჯვოს ამან ყველა ვარიანტში

  • C.PC5
    schedule 07 იან 2021, 18:07
    #1

    მოგებული აქვს ლაპორტას. თუ არჩევნებში მონაწილე ხალხს ჭკუა აქვს თავში, ყველა ვარიანტში ეს უნდა აირჩიონ. ყველას კარგი დაპირებები აქვს მაგრამ ასეთი გამოცდილება არცერთს.