ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი შექმნილი ვითარების გამო წუხილს გამოთქვამს

ჟეფრენი შექმნილი ვითარების გამო წუხილს გამოთქვამს

 

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჟეფრენ სუარესმა “RAC1″–თან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ იგი ასეთი ვითარების გამო ძალიან წუხს…

 

ამ ბოლო ხანებში ჟეფრენის სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს. მისი შეძენის ყველაზე რეალურ კანდიდატად ახლა “უდინეზე” ითვლება. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჟეფრენი ალექსის სანჩესის ტრანსფერში ჩაებმება. “რა თქმა უნდა ასეთი ვითარება არ მომწონს. მე “ბარსელონაში” 7 წელი გავატარე და ჩემი ოცნებაც წარმატების სწორედ ამ კლუბში მიღწევაა, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვერ შევხვდები”, – აცხადებს წარმოშობით სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი. “ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. ვნახოთ, რა მოხდება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში