გუშინ, ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “უესკა” სტუმრად, ანგარიშით 1-0, დაამარცხა.
ბარსელონელთა მხრიდან, გამორჩეული გახლდათ ჟორდი ალბა. გუნდის შეტევათა უმრავლესობა სწორედ ალბას ფლანგზე ვითარდებოდა.
Opta-ს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, მატჩის განმავლობაში, ესპანელი ბურთს 141-ჯერ შეეხო – ყველაზე მეტჯერ მოედანზე მყოფ ფეხბურთელთა შორის. მის ანგარიშზე 118-დან 111 ზუსტი პასია, რაც, ასევე, საუკეთესო მაჩვენებელია.
ალბამ მეტოქისთვის ბურთის ართმევა 9-ჯერ შეძლო, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რონალდ არაუხოს აქვს.
- ბურთთან შეხება – 141
- ზუსტი პასი – 111
- არაზუსტი პასი – 7
- ზუსტი გრძელი პასი – 5
- დაბრუნებული ბურთი – 9
- დაკარგული ბურთი – 14
- თამაშგარე – 2
უფრო დეტალური ანალიზის ხილვა მატჩისშემდგომ მიმოხილვაში შეგიძლიათ.
ალბას გოლის გატანა რა დროიდან ევალება ამასწინათ დაარტყა ერთი. იქამდე ისე არტყამდა ბურთს აგდებდა სტადიონიდან😅😅😂😂
ალბა მაგარია რაცარუნდა იყოს ყოველთვის სტაბილურია მის სემცვლელად მხოლოდ ანხელინიოს ვისურვებდი ლაიპციგიდან არანაირი ალაბა და ვიღაცეები არაა საჭირო
ეს სტატისტიაკ ბევრს არაფერს ამბობს, ვერც ასისტი მიითვალა და ვერც გოლი გაიტანა, ეს გვჭირდება ახლა ყველაზე მეტად, რაც შეიძლება მეტი გოლი ყველა თამაშში
ალბას არ უთამაშია ცუდად. ნორმალურად ითამაშა შეტევაში.
თუ ტემპს არ მოუმატეს ასე შორს ვერ გავფრინდებით.
ისე უცნაურობა მე შევამჩნიე მხოლოდ თუ თქვენც ნახეთ რომ ბურთი როცა უესკას ქონდა თავის საჯარიმოში ბუსკეცი ადიოდა უცებ ფორვარდის პოზიციაზე და აპრესინგებდა?
ეს წინ ყოველთვის დარბოდა და აკეთებდა იგივეს, ამ ბოლოს ცოტა გამოსწორდა და კაია დესტიც უნდა აყვეს ოღონდ თორემ გამოკეთდება რობერტო სადაცაა და არამგონია დიდხანს გააჩეროს კუმანმა ძირითადში თუ არ გააკეთებს რამეს
მამენთ თავის საქმეს ეს სულ აკეთებს, ერთი ისაა ცუდი რო პადაჩა მესიზე იცის მხოლოდ სხვას ვერ ხედავს 😂
მე მეჩვენება თუ ამან მოუმატა ცოტა თამაშს
აუ კაროჩე სიტის იგრას რო ვუყურე გული დამწყდა რა, პეპი ამ სასტავით რაც ბარსას ყავს უპრობლემოდ დადებდა ლა ლიგას.