workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: “შემდეგ სეზონში “ბაიერნი” ჩამოიყვანს “ბარსას” მწვერვალებიდან”

რაფინია: “შემდეგ სეზონში “ბაიერნი” ჩამოიყვანს “ბარსას” მწვერვალებიდან”

  მიუნხენის “ბაიერნის” 25 წლის ბრაზილიელმა მცველმა, რაფინიამ, განაცხადა, რომ თავის კლუბს შეუძლია 2011/2012 წლების სეზონში ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება ჩამოართვას კატალონიურ გრანდს. იტყობინება გავლენიანი გამოცემა “Spox”.

 

“ჩემთვის “ბარსელონა” უსიტყვოდ ფავორიტი გუნდია კლუბებში. ეს არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდებული გუნდი, რომელშიც ასპარეზობენ ისეთ ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჩავი, ინიესტა და მესი”.

 

“როგორც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ “ბაიერნი” იქნება ის კლუბი, რომელიც დიდების მწვერვალიდან ჩამოიყვანს კატალონიის “ბარსელონას”. ამავდროულად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ “რეალს”, “ჩელსის”, “მანჩესტერს”, “მილანს”. დაასრულა რაფინიამ.

 

შეგახსენებთ, რომ რაფინია მიმდინარე თვის დასაწყისში შეუერთდა ბავარიულ კლუბს და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward