workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვამაყობ, რომ მესის წინააღმდეგ მითამაშია – ლუის გარსია

ვამაყობ, რომ მესის წინააღმდეგ მითამაშია – ლუის გარსია

მოგეხსენებათ, 2007 წელს “ბარსელონას” ლეგენდამ, ლიონელ მესიმ თავისი თანამემამულის, დიეგოს მარადონას ინგლისის კარში გატანილი გოლის იდენტური ბურთი “ხეტაფეს” შეუგდო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მადრიდული კლუბის იმჟამინდელი მეკარე, ლუის გარსია საუბრობს:

“როცა გოლს უშვებ, შეუძლებელია, ბენდიერი იყო, მაგრამ ეს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის აღიარება იყო. დრო სწრაფად გადის. ვამაყობ, რომ არგენტინელის წინააღმდეგ მითამაშია”.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “ლა პულგამ” კატალონიელთა მაისურით 644-ე გოლი გაიტანა და ერთი გუნდის მაისურით ყველა დროის საუკეთესო გამტანი გახდა.

ამ ფაქტის აღსანიშნავად, ლუდის კომპანია Budweiser-მა უნიკალური ბოთლები დაამზადა და იმ მეკარეებს გაუგზავნა, რომელბსაც მესიმ გაუტანა. შედეგად, საჩუქარი გარსიამაც მიიღო და მისი ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 31 დეკ 2020, 21:33

    Კი ბატონო ნამდვილად საამაყო და პატივია მესის წინააღმდეგ თამაში.

  • AGU3RO
    schedule 31 დეკ 2020, 21:04

    ისე ვიცოდი რო თუ იუვე მოგვიგებდა და რონალდუ შეაგდებდა მერე მესი მოუმატებდა .

  • BARCELONA FOREVER
    schedule 31 დეკ 2020, 20:29

    ყველას თავისი გემოვნება აქვს მაგრამ ჩემთვის ეს გოლი საუკეთესოა არ მბეზრდება ამის ნახვა ერთი სიამოვნებაა ამის ნახვა G.O.A.T❤️

  • ferreira10
    schedule 31 დეკ 2020, 20:15

    Memphis Depay,
    მოტივირებული ჩანს ეს ბოლო ხანები და კარგია. ვიღაცეებს აეწვება რიგ მომენტებში სეზონის მეორე ნახევარში დდდ

  • Memphis Depay
    schedule 31 დეკ 2020, 19:35

    ❗️მიუხედავად იმისა, რომ გუნდს დასვენების დღე ჰქონდა, ლეომ მაინც ივარჯიშა.

    📰 COPE