”ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა, ანდრეუ ფონტასმა ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორი ბედნიერია იმით, რომ ”ნოუ კამპზე” თამაში შეუძლია და ყოველ დღე დიდებულ ფეხბურთელებთან ვარჯიშობს, რომლებისგანაც ყოველთვის ახალ რამეებს სწავლობს.
– რას გააკეთებთ შვებულების დროს?
– პირველ რიგში დავისვენებ. გასული 2 კვირის განმავლობაში კლუბის მოთხოვნით არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ახლა ვიწყებ სპორტით ვარჯიშს და სხვა საქმეების კეთებას.
– მაგალითად რით?
– მე მიყვარს სპორტული შეჯიბრებების ყურება. ძალიან მიყვარს ჩოგბურთი.
– თქვენ უკვე დაისვენეთ?
– რა თქმა უნდა. მომავალი სეზონი გრძელი იქნება და ბევრი რამ უნდა დავამტკიცო.
– როგორი მოგონება დაგრჩათ გასული სეზონიდან?
– თუკი კლასიკოები რთული გამოცდები იყო გულშემატკივრებისთვის და პრესისთვის ჩვენთვის ის კიდევ უფრო რთული იყო. ჩვენ ბევრი რამ გადაგვხდა თავს.
– როგორია ”რეალთან” ასე ხშირად თამაში?
– მე არ მაქვს ამ ყველაფრის გამოცდილება, მაგრამ ეს იყო როგორც დიპლომის აღება კვალიფიკაციისას. ჩვენ ვითამაშეთ 4 მატჩი მუდმივ მოწინააღდეგესთან 20 დღეში. არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება.
– მაგრამ თქვენ სამეფო თასზე კრახი განიცადეთ…
– დიახ, მაგრამ შეგვეძლო იქ მოგება ისევე, როგორც ”რეალს”.
– როგორ ექცევა გვარდიოლა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ”ბარსა ბ”-დან მოდიან?
– ისევე როგორც სხვებს. მე ვერ ვგრძნობ განსხვავებას. ყველა, ვინც ლა მასიასდანაა ეხმარება ახალგაზრდებს. პუიოლუ, ჩავი, ინიესტა, ვალდესი… ჩვენ ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.
– როგორია მესი ვარჯიშებზე?
– ის ბრწყინვალეა. იმავეს აკეთებს, რასაც მატჩების დროს. ვარჯიშს მხოლოდ იმიტომ უნდა დაესწრო, რომ დააკვირდე ლეოს.
– როგორია პეპი ვარჯიშებზე?
– ის ყველას აკვირდება. იცის როგორ გაგვხადოს მოტივირებულები. გვაძლევს შენიშვნებს, თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ.
– თქვენ პირველ გუნდში აბიდალის ავადმყოფობის გამო მოხვდით…
– ეს ძალიან რთული იყო, თუმცა ის ჩვენ მალე დაგვიბრუნდა. გვარდიოლამ მაშინ მითხრა, რომ სეზონის ბოლომდე მას შევცვლიდი.
– ხოლო ახლა?
– მე ველოდები კლუბის გადაწყვეტილებას. ძირითად გუნდში არიან ვარსკვლავები, რომელებიც ჩემზე ძალიან მაღალი დონის არიან და ყველაფერი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ ყოველ დღე მთელი ძალით ვიშრომო.
