
კატალონიის საკალათბურთო გუნდმა, ,,რეგალ ბარსამ”, მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა ACB-ის ჩემპიონატში. მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონი უკვე დამთავრდა და ახლა გუნდები საპლეიოფო დაპირისპირებებით არკვევენ ჩემპიონის ვინაობას. 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ყველანაირ კითხვას პასუხი გაეცა. ,, გრან კანარია” არ არის გუნდი, რომელიც რეალურ წინააღმდეგობას გაუწევს ევროპის მოქმედ ჩემპიონს.
ხავი პასკუალეს შეგირდებს ერთი წუთითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ გამარჯვებულის ვინაობა. პირველი პერიოდის 10 ქულიანი უპირატესობით ჩამთავრების შემდეგ, პასკუალემ შეცვლებს მიმართა და ,,კანარიამ” ცოტა ამოისუნთქა.. მეორე პერიოდი ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა საბოლოოდ, მაინც კატალონიელებმა იმძლავრეს. 24-23. როგორც ჩანს შესვენებაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი 11 ქულიანი უპირატესობით უკმაყოფილო აღმოჩნდა და თავის შეგირდებს უფრო მეტი აგრესიულობისკენ მოუწოდა. შედეგად დემორალიზებული ,,გრან კანარია” მივიღეთ და კიდევ ერთი ტრიუმფი კატალონიელებისა: 27-8 !!! და 12-10. ამგვარია მატჩის მესამე და მეოთხე პერიოდების ანგარიში. შეხვედრაში ყველაზე მეტი ბურთი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელმა მაკდონალდმა ჩააგდო (21). კატალონიელთა მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი მიკაელი აღმოჩნდა (17) გუნდის უდავო ლიდერმა ნავარომ კი მხოლოდ 12 ქულას მოუყარა თავი.
როგორც ჩანს ,,რეგალ ბარსა” ტრიპლეტის მოგებას უმიზნებს და წარმატება ვუსურვოთ ჩვენს კალათბურთელებს. შეგახსენებთ, რომ მადრიდის ,, რეალმა” პირველი მატჩი ,,კახასოლთან” 66-60 დათმო.
წყარო: www.sport.es