workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ აპირებს ჟოზეპ მარია ბართომეუ ლაპორტასთვის ხმის მიცემას?

რატომ აპირებს ჟოზეპ მარია ბართომეუ ლაპორტასთვის ხმის მიცემას?

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის ჟოან ლაპორტასთვის მიცემას აპირებს. 

ესპანური გამოცემა Economía-ს ინფორმაციით ამის მიზეზი არა ლაპორტას მიმართ სიმპათია, არამედ იმის სურვილია, რომ არჩევნები ვიქტორ ფონტმა არ მოიგოს. ფონტი ერთადერთი კანდიდატია, რომლის გამარჯვება ბართომეუსა და მის თანამოაზრეებს კატეგორიულად არ სურთ და მზად არიან, მხარი მის ნებისმიერ მეტოქეს დაუჭირონ. მოახლოებულ არჩევნებში კი ფონტზე მეტი ხმის დაგროვების რეალური შანსი მხოლოდ ლაპორტას აქვს. 

ყველაფრის მიზეზი Barcagate-ის სკანდალია, რომელმაც წინა ხელმძღვანელობის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა. 

Barcagate ბართომეუს ბორდის მიერ დაფინანსებული კამპანია იყო, რომლის საშუალებითაც კლუბი ლიონელ მესის, ჟერარ პიკეს, ჩავი ერნანდესისა და კლუბის სხვა ლეგენდების დისკრედიტაციას ცდილობდა. ამ სკანდალს ვიქტორ ფონტის მიერ ბართომეუს მისამართით ღია შეტევა მოჰყვა, პროცესი კი უნდობლობის მოძრაობის დაწყებით გაგრძელდა და ხელმძღვანელობის გადადგომით დასრულდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 28 დეკ 2020, 01:14

    ლაპორტა შენ იყო აქლემი, გამარჯვების შემთხვევაში თუ არ გამოიძიო ბართოს შავბნელი საქმეები და თუ არ გაუშვა იქ, სადაც ამ ვირთხას ადგილია.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 27 დეკ 2020, 19:38

    კიდევ ამის სლე სიფათი გა……ეთ ამას:დ

  • AGU3RO
    schedule 27 დეკ 2020, 19:18

    ამის ხმა ვის რად უნდა

  • Albicelecte
    schedule 27 დეკ 2020, 14:01

    რაო ფონტმა? საქმეა ავღძრავ და დაგიჭერო?
    არაფრის გასაკეთებლად და გასაპრავებლად ასეთი პოპულიზმი მუშაობს

  • Memphis Depay
    schedule 27 დეკ 2020, 13:56

    პეპი დააბრუნე ლაპორტ, ძველი დრო გაგვეხსენა კულეებს, რაულ ბლანკოს კოშმარული ღამეები დაუბრუნოთ 😂😂😂😂