ალექსის სანჩესმა შესაძლოა ხელი დღეს მოაწეროს “ბარსელონასთან” კონტრაქტს. იტყობინება გავლენიანი იტალიური გამოცემა “Football Italia”.
იტალიური კლუბი ტრანსფერის განხორციელებისთანავე მიიღებს 28 მილიონ ევროს, ხოლო დროთა განმავლობაში ბონუსების სახით კატალონიური კლუბი მათ კიდევ 12 მილიონს გადაურიცხავს. ფეხბურთელი 24 საათის განმავლობაში გაივლის სამედიცინო შემოწმებას “ბარსელონას” მედიკოსებთან.
კატალონიელებმა ყველა ღონე იხმარეს, რათა სანჩესი გადმოებირებინათ, რადგანაც “ვილიარელმა” უარი განაცხადა ჯუზეპე როსის გასხვისებაზე. ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია კი თანახმაა, რომ კოპა ამერიკის მოსამზადებელი ეტაპის წინ ალექსისი ჩავიდეს “ბარსაში” კონტრაქტის გასაფორმებლად.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ მისი გოლი ეროვნულ ნაკრებში, რომელიც სანჩესმა ესტონეთს გაუტანა. მან ასევე მოიპოვა პენალტი “სრული სიმულაციის წესების დაცვით”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=YroONWPiHwU]
