workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას წერდა ჟოზე მოურინიო 2006 წელს “ბარსელონას” ვარსკვალვებზე

რას წერდა ჟოზე მოურინიო 2006 წელს “ბარსელონას” ვარსკვალვებზე

2006 წელი, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი. “ბარსელონას”, როგორც მალე გაირკვევა, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს, რომელიც წინა წლის დაუმსახურებელი მარცხის გამო “ჩელსიზე” შურისძიებას აპირებს. ჟოზე მოურინიო და მისი ასიტენტი ანდრე ვილაშ-ბოაში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კარიერის პიკზე მყოფ რონალდინიოსა და ახლად გაბრწყინულ მესის რამე დაუპირისპირონ.

ახლახანს Sportbible-მა გაავრცელა ამონარიდები იმ ვრცელი მიმოხილვიდან, რომელშიც მოურინიო და ვილაშ ბოაში “ბარსელონას” ფეხბურთელებს განიხილავენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

კარლეს პუიოლი

“აგრესიული, მაგრამ ძალიან ემოციური. ცხარდება, როდესაც მსაჯი მისი გუნდის საწინააღმდეგოდ უსტვენს და უფრო პროვოცირებადი ხდება. აგრესიული მცველია.

პოზიციის შერჩევის ცუდი უნარი (თავდამსხმელს ნახევარდაცვამდე მიჰყვება) და დაცვის ცუდი ლიდერობა (სურს ხელოვნური თამაშგარის მაშინ შექმნა, როდესაც ეს შეუძლებელია). რადგან ბურთის მოსაპოვებლად ის თავისი სხეულის სიძლიერეს იყენებს, შეგვიძლია მეტოქეს მესამედში მასთან ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოვახდინოთ. კარგად თამაშობს თავით და ფიზიკურად ძლიერია.”

ანდრეს ინიესტა

“ყოველთვის შეცვლაზე შემოდის. ძალიან დიმანიური ფეხბურთელია. მოქმედების დიდი რადიუსი აქვს. მოძრაობისა და შესრულების მაღალი სისწრაფით გამოირჩევა. ეშმაკი ფეხბურთელია.”

რონალდინიო

“აქვს ტექნიკური შესაძლებლობები იმისათვის, რომ მეტოქე მცველი ბურთის მიღებისას მოატყუოს. როდესაც თავისუფალია, ბურთს ღებულობს და განაპირა მცველს ერთი ერთზე უტევს.

გაცილებით სახიფათოა, როდესაც ხაზებს შორის სივრცეს პოულობს. ამ დროს ცენტრალურ მცველს აიძულებს პოზიცია დატოვოს. პასს აკეთებს მესიზე, ეტო’ოზე, ან შეტევაში ჩართულ ნახევარმცველზე. ძალიან ცუდია დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. სიმულიანტი – მარტივად ეცემა.”

ლიონელ მესი

“ხარისხი + სისწრაფე, მაგრამ ზედმეტად ცალფეხა. იგივე თვისებები აქვს, რაც რონალდინიოს. მოქმედებს ხაზებს შორის, ან დიაგონალზე. ბურთის წინ წაღებთ გუნდს შეტევაში მიუძღვის. შესანიშნავია ერთი ერთზე თამაშის დროს. თუ დაჯარიმების ვარიანტს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარიმოს გარეთ გავაკეთოთ და რაც შეიძლება ადრე. ტრავმა ახლახანს მოირჩინა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 27 დეკ 2020, 01:50
    #12

    აუტანელი როჟაა ეს ავტობუსა.

  • Don_Andresito
    schedule 26 დეკ 2020, 15:15
    #11

    ციტატა: Aron ralston
    მაგიტო იყო ცალფეხა მეისმ რომ არ გაგახარა😂🤣 ან პუილზე რას ბოდავს ბოღმა ძაან მოურინიო თვითონ ყოლოდა აბა პუიოლი და მესი რას იჭკჭიკებდა ვნახავდით


    ჩესნად რო ვთქვათ ქონდა პუის მინუსები. შემტევს ნახევარდაცვამდე რო მოყვებოდა ეგ გუნდის სტილის გამო იყო და მოუმ მაშინ ეგ არ იცოდა და ისე ხელოვბური თამაშგარეების დროს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, პოზიციის შერჩევის დროსაც

  • Albicelecte
    schedule 26 დეკ 2020, 13:49
    #10

    ყველაფერს რომ ბლოკნოტში ინიშნავდა…
    ისე, კიდევ ბევრს გაამწარებს მოუ, ისე არ ჩაძაღლდება, რომ რამდენიმეჯერ კუდი არ მოიქნიოს
    მაგრამ მაგისი დამჟავებული სახის ყურება ორმაგად ასიამოვნო იყო

  • AGU3RO
    schedule 26 დეკ 2020, 12:48
    #9

    ამისდროს რამუღამი ქონდა კლასიკოებს ❤

  • cezo45
    schedule 26 დეკ 2020, 02:48
    #8

    რაცარუნდა ვთქვათ უდაოთ ძლიერი მწვრთნელია როგორც ტაქტიკურად ისე ფსიქოლოგიურად, თავისი ხასიათითაც კი ალამაზებს ხოლმე ფეხბურთს უხდება პროვოკაციები :))

  • Aron ralston
    schedule 26 დეკ 2020, 02:29
    #7

    მაგიტო იყო ცალფეხა მეისმ რომ არ გაგახარა😂🤣 ან პუილზე რას ბოდავს ბოღმა ძაან მოურინიო თვითონ ყოლოდა აბა პუიოლი და მესი რას იჭკჭიკებდა ვნახავდით

  • Sauketeso gundis fani
    schedule 26 დეკ 2020, 01:20
    #6

    Au momkalit da racarunda .le tipi ikos racarunda avtobuss tamashibdes da ai martalia casilasi gaafucha am sikom maraa mainc ragacpontshi mevaseba imena. Dzaaaan tsl mwvrtnelia

  • Albicelecte
    schedule 26 დეკ 2020, 00:53
    #5

    მეორე სერია, როგორ შევუშალოთ ხელი, გაგრძელება:
    2. ვიბარებთ ჩვენთან ასიერ დელ ორნოს და მიგვყავს მჭედელთან, მჭედელი "ტაჩილაზე" ლესავს მის ბუცის შიპებს;
    3. ასიერ დელ ორნოს გალესილ ბუცებს პორტუგალიიდან ჩამოყანილი შამანი წამლავს იშვიათი შხამით;
    4. ვპოულობთ 2-3 სსრკ-ს დროინდელ გადაბმულ, დანჯღრეულ ავტობუსს და ვაყენებთ საჯარიმოს ხაზთან;
    5. ავტობუსის მახლობლად ვაგებთ ბარიკადებს, საჯარიმოს მისადგომებს ვნაღმავთ
    smiley smiley smiley

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2020, 00:19
    #4

    მაგიტომაც გათრიეს სადაც შეგხვდნენ

  • Iniesta_8
    schedule 26 დეკ 2020, 00:11
    #3

    ზუსტად ეგ თამაში მოუგო ბარსამ 1-2 და ჩელსის დიდხნიანი დაუმარცხებელი საშინაო სერია დაუსრულა.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 25 დეკ 2020, 23:55
    #2

    მაგიტომაც გათრია მესიმ კარგად გახსოვს სადაც :დ

  • Albicelecte
    schedule 25 დეკ 2020, 23:53
    #1

    მეორე სერია, როგორ შევუშალით ხელი:
    1. ვრწყავთ მოედანს ატალახებამდე…. smiley smiley smiley