პედრი გონსალესი “ბარსელონაში” როკო მაიორინოს დახმარებით აღმოჩნდა – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სანამ “ბარსა” პედრით დაინტერესდებოდა, “ლას პალმასის” სპორტულ დირექტორს ახალგაზრდა ნახევარმცველის თაობაზე შეთავაზება არაერთი კლუბიდან ჰქონდა, თუმცა ტრანსფერზე არავის დასთანხმებია.
პედრის შეძენის სურვილს “მილანი”, მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო” გამოთქვამდნენ, თუმცა დირექტორმა იცოდა, რომ ფეხბურთელი ბავშვობიდან “ბარსელონას” ქომაგობდა და მის ოცნების გუნდში მოხვედრას ხელი შეუწყო. ტრანსფერის განხორციელებაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ მაიორინოს “ბარსას” დირექტორ რამონ პლანესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
პედრი კატალონიურ გრანდს 17 წლის ასაკში შეუერთდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 19 მატჩი და 2 გოლია.




ერთადერთი ნორმალური ტრანსფერი ბოლო წლების.
ჩემი აზრით ამას ბარსას გარდა სხვა გუნდი არ მოუხდება როგორც ჩავიესტა იყო ისეე რაა ძაან მაგარი ბიჭია ეს და დეიონგი უნდა იყოს ჩავიესტა
მილანს თავისი ბავშვები ყავს, საკმაოდ ნიჭიერები და რამდენიმეს იჯარით გაშვება მოუწია, ტონალიზე იყვნენ კონცენტრირებუები და გასაგებიცაა, იტალიელია, კიდევ ყავს პავლოვიჩი, 19 წლის, რომელიც საკმაოდ ნიჭიერია
ატლეტიკო შემტევი ფეხბუღთის სასაფლაოა, გამორიცხულია, რომ იქ მოესურვებინა და რაც მთავარია
რა მადრიდის რეალი?
მადრიდში ძაღლს არ გავყიდდი, თუკი მისი კმაყოფილ კუდის ქიცინს არ ვნახავდი და წკმუტუნს არ გავიგონებდი, არათუ ადამიანს, თანაც უნიჭიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელს
ბრავო <3
ეს ვინ დავითრიეთ ბარსას მომავალი
ლას პალმასთან კარგი ურთიერთობის დაჭერა ღირს მგონი ასეთებს თუ გამოუშვებს და იდე აიაქსთან..👑
ვახხ რა ბიჭია თვალი არ ეცეს პროსტა მაოცებს ყცელა თამაშში.
ძააან დიდი მომავალი აქ ბარსას ლეგენდა გახდება ეს ბიჭი,უნიჭიერესია