workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ფარე: ნეიმარი “ბარსაში” ძალიან იაფად დაბრუნდება

ჟორდი ფარე: ნეიმარი “ბარსაში” ძალიან იაფად დაბრუნდება

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟორდი ფარემ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“მოთამაშეები, რომლებიც მოვლენ, სპორტული დირექტორის მიერ იქნებიან არჩეულები. შეხვედრებისას ჩვენ ვთქვით, რომ “ბარსას” დონის მოთამაშე მხოლოდ რამდენიმეა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანი ნეიმარია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და დიახ, ჩვენ ბევრ ადამიანთან ვისაუბრეთ, ვინაიდან პროექტს ვამზადებთ. 25 იანვარი ახლოვდება და ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ოთხი დღე იქნება დარჩენილი. ჩვენ ბევრ მოთამაშესთან ვისაუბრეთ, მათ შორის ნეიმართანაც.

საბოლოოდ, ეს ძალიან იაფი იქნება. თუ “ბარსას” გაყიდვა გიწევს, თუ “ბარსას” ბრენდის განახლება გიწევს, ეს ტოპ მოთამაშის გაყიდვის შემთხვევის მსგავსი არაა. როცა ასეთ მოთამაშეში თანხას იხდი, ეს ხარჯი არაა, არამედ ინვესტიცია და უნდა ჩადო ინვესტიცია, რათა განვითარდე და ნეიმარის შემთხვევა განსხვავებული არაა. ამ ტიპის მოთამაშეები ძალიან იაფი გამოდიან.”

– ციტირებს ფარეს სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • M10 S9 D11
    schedule 25 დეკ 2020, 13:28

    პლასტინკასავით აქვთ ჩახვეული ხავი მესი ნეიმარი ხავი მესი ნეიმარი

  • AGU3RO
    schedule 25 დეკ 2020, 11:35

    არწავა პსჟდან. პოჩეტინოსთან დარჩება

  • me da barca
    schedule 25 დეკ 2020, 08:17

    ამ ბებერს ხომ უნდა გაეთვალისწინებინა სატრანსფერო ვადა, რომ გაწელა მაქსიმალურად შორს არჩევნები. რომელი რისი მყიდველია, როცა ხელფასებს ვერ უხდიან ხალხს, მაგრამ მაინც.

  • Albicelecte
    schedule 25 დეკ 2020, 01:54

    Don_Andresito,
    ანუ აქამდე დაეშვა?! ანუ იგებს არჩევებს (მისი ჭკუით) და 4 დღე აქვს დარჩენილი ნეიმარის საყიდლად;
    რით ყიდულობს ნეიმარს?! როდესაც 5 მილიონს დეპაიში ვერ იხდი? თავისი ჯიბიდან? მეტი არ იქნა ჩემი მტერი
    რა ვქნა ძმაო, ვყიდულობდი, მაგრამ ვერ მოვასწარიო?
    ჩამოვიდეს ჩვენთან, მაგისი ადგილი პარლამენტში ყოფილა

  • Don_Andresito
    schedule 25 დეკ 2020, 01:36

    ციტატა: Albicelecte
    Griezzy7,
    ძველი სტატიაა, რა დროს სატრანსფერო ფანჯრის დახურვაა? შარშანდელი ინფოა


    არა ბრატცი რა ძველი, 25 იანვარიო, ანუ არჩევნები ხოა 24 ში, 25 ში გავიგებთ ახალი პრეზიდენტის ვინაობას და 2 დღე იქნება დარჩენილი ფანჯრის დახურვამდე და მაგ დროში თუ აპირებს თავისი მოკლე ჭკუით ნეის ყიდვას მაშინ ყველაზე დიდი მატყუარაა

  • Albicelecte
    schedule 25 დეკ 2020, 01:02

    Griezzy7,
    ძველი სტატიაა, რა დროს სატრანსფერო ფანჯრის დახურვაა? შარშანდელი ინფოა

  • BARCELONA FOREVER
    schedule 25 დეკ 2020, 00:29

    ამან ხო გაღუნა ტვინი ამ ნეიმარით რაღა დროს ეგაა ბიჭო ჰალანდზე მაინც თქვი ვინაა ეს ლენგლეს ნა…რი

  • Albicelecte
    schedule 25 დეკ 2020, 00:27

    ანუ ეს შარშანდელი სტატიაა თუ შარშანწინდელი?!
    რადგან 25 დეკემბერი ჯერ არ გათენებულა და სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა barca-6