workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლორან ბლანი: ჩავის ჩემსავით “ბარსას” ფილოსოფია აქვს

ლორან ბლანი: ჩავის ჩემსავით “ბარსას” ფილოსოფია აქვს

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ლორან ბლანი Sport-თან კლუბის პოტენციურ მომავალ მწვრთნელზე საუბრობს:

ჩავი ძალიან კარგი თავკაცია. მას, ისევე როგორც მე, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფილოსოფია შესანიშნავად ესმის. ესპანელს ადაპტაციის გავლაში ხელს ისიც შეუწყობს, რომ “ბლაუგრანას” მაისურს დიდი პერიოდის განმავლობაში ატარებდა.

ჩავი ერნანდესს ბლანის მსგავსად, “ბარსას” მომავალ თავკაცად ბევრი ვარსკვლავი მოიაზრებს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვიქტორ ფონტი კი ღიად აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კლუბს სწორედ ჩავი ჩაიბარებს.

რაც შეეხება ლორანს, მან” ბარსელონაში” მხოლოდ 1 სეზონი გაატარა (1996/97). ფრანგმა ყოფილმა მცველმა სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს დაიწყო და ამჟამად “ალ-რაიანს” ხელმძღვანელობს. მისი გუნდი გუშინ სწორედ ჩავის “ალ სადთან” დამარცხდა საკუთარ კედლებში, ანგარიშით 0-1.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Albicelecte
    schedule 24 დეკ 2020, 21:44
    #6

    ჩავის პეპისგან განსხვავებით დიდი ფეხბურთელის და მაესტროს ტიტულის წნეხი მაინც ექნება, რაც რაღაც დოზით ხელს შეუშლის
    პეპს სულ სხვა სიტუაცია ჰქონდა;
    ძლიერი, მაგრამ კრიზისში შესული გუნდი
    1:4 ბერნაბეუზე და 4 ადგილით, ფლეი-ოფით ლიგაზე მოხვედრილი გუნდი
    პეპის, როგორც ფეხბურრთელის შესახებ მსოფლიოს დავიწყებული ჰქონდა, გაიცნეს მწვრთნელი
    ჩავი,როგორც ფეხბურტელი მსოფლიოს არასდროს დაავიწყდება(ნუ ერთი 30 წელი მაინც არა), ამიტომ მოლოდინი და იმედების ვერგამართლება ცოტა სხვა წნეხს ნიშნავს

  • Albicelecte
    schedule 24 დეკ 2020, 15:10
    #5

    ციტატა: me da barca
    ჩემსავითო.
    ჩაგვინამიოკა, მეც ნუ ჩამომწერთ თუ ვინიცობაა მეც აქ ვარო და…


    ზუსტად ასე ვიფიქრე;
    გრიზმანი-კოუტინიოს გაყიდვა და ბლანის მოყვანა ჭკვიანურია

  • me da barca
    schedule 24 დეკ 2020, 13:38
    #4

    ჩემსავითო.
    ჩაგვინამიოკა, მეც ნუ ჩამომწერთ თუ ვინიცობაა მეც აქ ვარო და…

  • philipe coutinho
    schedule 24 დეკ 2020, 13:36
    #3

    ჩავი ჩავია და უნდა მოვიდეს როცა გადაწყვეტს, მაგრამ მანამდე ეს კაციც ძააან გამისწორდებოდა პირადად მე ბარსაში და თქვენი არვიცი

  • BARCELONA FOREVER
    schedule 24 დეკ 2020, 12:55
    #2

    ეგ იასნია მალე ვიხილავთ ბარსას მწვრთნელად მაესტროს

  • AGU3RO
    schedule 24 დეკ 2020, 12:30
    #1

    მართალია