“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ჟორდი ფარე ამტკიცებს, რომ ლიონელ მესის კლუბიდან წასვლა არ სურს და არგენტინელთან დაკავშირებით მის საკმაოდ უცნაურ გეგმასაც ასაჯაროებს.
დარწმუნებული ვარ, რომ მესის წასვლა არ უნდა. მის გარემოცვას ვესაუბრე და მათ მითხრეს, რომ ლეოს დარჩენა უნდა, თუ მოგებაზე ორიენტირებული პროექტი იარსებებს. მისთვის ასეთი შეთავაზება მაქვს: ყოველწლიურად განახლებული კონტრაქტი და საპატიო პრეზიდენტობა. იტყვის ის ამაზე უარს?
ნეიმარის დაბრუნებას მივესალმებით, მაგრამ პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, საჩივრის გახმობა და პატიების თხოვნაა. მის ხალხს დავეკონტაქტეთ და მათ “სახლში დაბრუნებაზე” ისაუბრეს. ვის არს სურს მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი თავის გუნდში?
ჩავი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია. მან გვითხრა, რომ “ბარსელონაში” 2022 წლამდე არ მოვა. ის “ბარსას” მომავალია, მაგრამ მუშაობა აკადემიიდან უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ სიტუაციას მწვრთნელის ამპლუაში გაეცნოს. არა მგონია, მას ყოფილი თანაგუნდელების გაწვრთნა სურდეს.
– განაცხადა ფარემ RAC1-თან საუბრისას.
აქამდე “ბარსელონას” საპატიო პრეზიდენტი იოჰან კრუიფი იყო, რომელმაც ეს წოდება ჟოან ლაპორტას დროს მიიღო. თუმცა გაპრეზიდენტების შემდეგ სანდრო როსელმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა საერთოდ არ არსებობს, რის შემდეგაც კრუიფმა ამ წოდებაზე უარი თავად თქვა.
რაც შეეხება ჩავის – მას აქამდე ნათქვამი აქვს, რომ პირდაპირ პირველ გუნდს უმიზნებს და მას აკადემიის გუნდების გაწვრთნა არ ხიბლავს.
ვერ გიშველის ეს პოპულიზმი.
შალვა ნათელაშვილია ტიპი :დ
რა სლე როჟაა ეს აჩკარიკა 2
"ბარსას" მომავალია, მაგრამ მუშაობა აკადემიიდან უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ სიტუაციას მწვრთნელის ამპლუაში გაეცნოს. არა მგონია, მას ყოფილი თანაგუნდელების გაწვრთნა სურდეს." ეს სიმართლესთან შორს არაა
რაც შეეხება საპატიო პრეზიდენტობას, შვილო, შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი? კაცი თუ 90 წუთი მოედანზე არაა ცუდად ხდება და შენ ჰალსტუხით გინდა დაახრჩო?!
და ამას ვინ კითხავს მესის საპატიო პრეზიდენტობას, თვითონ ვინ არის? პრეზიდენტი ხო არ გონია თავი.
აუ ფარე არმომწონს რაა
"ჩავი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია. მან გვითხრა, რომ "ბარსელონაში" 2022 წლამდე არ მოვა. ის "ბარსას" მომავალია, მაგრამ მუშაობა აკადემიიდან უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ სიტუაციას მწვრთნელის ამპლუაში გაეცნოს. არა მგონია, მას ყოფილი თანაგუნდელების გაწვრთნა სურდეს."
ეს ფაიზაღია რაც იბაზრა🙌🙌🙌🙌. არამგონია ჩავის უნდოდეს ახლა მოვიდეს და მესის, ბუსკეცს და პიკეს რამის სწავლება დაუწყოს, ან შტეგოს. ამიტომ ვთქვი რომ მალე დაბრუნდეს ევროპაში და ჩაიბაროს ბარსა ბ. ვიცი რომ დიდი დონით ვერ დაიკვეხნის ჩვენი სარეზერვო გუნდი, მაგრამ სად ევროპულ გუნდში მუშაობა და სად ყატარში ჩამწნა. თან ბარსა ბ-დან რომ დაიწყებს წამოიყვანს მერე თავის ბიჭებსაც იქიდან, ვისაც მიიჩნევს რომ იქნებიან მომავალში ძირითად გუნდში თამაშის ღირსები. 2022მდე იქ დარჩენა არის შეცდომა ჩემი აზრით და რაც მალე ჩაიბარებს ბ გუნდს მით უკეთესი.
ამის და ფონტის პუბლიცისტი @@@@@@@@! <3