არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერხიო ბატისტას სურს, რომ ლეო მესი მის გუნდში ისეთივე ეფექტური იყოს, როგორიც ის ”ბარსელონას” რიგებში თამაშისას არის. ამისთვის სერხიო სხვადასხვა სათამაშო სტილს განიხილავს, რათა მესისთვის შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც მაქსიმალურად მსგავსი იქნება ”ბარსას” პირობებთან.
ნაკრებში ლეომ უკანასკნელად სამი თავდამსხმლის უკან იასპარეზა. სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშდა ის საუკეთესოდ. ბოლო დროს ის თამაშობდა დი მარიას, მილიტოს და აგუეროს უკან, ხოლო შემდეგ ლავეცის, ტევესის და იგუანის უკან.ამ პოზიციაზე ლეოს ხელ-ფეხი გახსნილი აქვს და ყველაზე სახიფათოა.
ასეთი ტაქტიკა კოპა ამერიკაზე სერხიო ბატისტასთვის ახალი არ იქნება, რადგან ის აქცენტს შეტევით ფეეხბურთზე აკეთებს. ტურნირის მასპინძელი სწორედ არგენტინაა, რომელმაც თავისი მონაცემების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს, რათა ტურნირში გამარჯვება მოიპოვოს.
მწვრთნელს სურს, რომ არგენტინამ მთლიანად ლეო მესიზე ითამაშოს. მისი აზრით ეს ლეოს ისეთივე ეფექტურს გახდის, როგორიც ”ბარსაში” თამაშისას არის.
