ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანმა “ბარსაზე” უარი თქვა

გრიზმანმა “ბარსაზე” უარი თქვა

“რეალ სოსიედადის” შემტევმა ნახევარმცველმა, ანტუან გრიზმანმა აღიარა, რომ იგი საოცრად გახარებულია კატალონიის “ბარსელონას” შემოთავაზებით, მაგრამ ამის მიუხედევად, იგი  კარიერის გაგრძელებას იმავე კლუბში აპირებს, რომელშიც ამჟამად გამოდის. ეს გადაწყვეტილება ფრანგმა მოთამაშემ იმ მარტივი მიზეზის გამო მიიღო, რომ მას  “ბარსაში” უფრო ნაკლები სათამაშო დრო მიეცემოდა.

 

“რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ეს ფაქტი, რადგან ჩემით დაინტერესებულია ისეთი კლუბი, როგორიც კატალონიის “ბარსელონაა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯი გადავდგი. შემიძლია დავადასტურო, რომ “ბარსას” წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ჩემს აგენტს, მაგრამ მე დარჩენა ვარჩიე. კატალონიაში ძირითადად სკამზე ჯდომა მომიწევდა და ძალიან ცოტა დრო მომეცემოდა სათამაშოდ.”- განაცხადა “რეალ სოსიედადის” შემტევმა.

 

ცნობისთვის – გასულ სეზონში, ანტუან გრიზმანმა 37 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება 7-ჯერ მოახეხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში