ჟორდი ფარე: თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, მაშინვე ავიღებ ტელეფონს და მესის კონტრაქტს გავუხანგრძლივებ

ჟორდი ფარე: თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, მაშინვე ავიღებ ტელეფონს და მესის კონტრაქტს გავუხანგრძლივებ

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჟორდი ფარემ, ARAesports-თან სამომავლო გეგმებზე და წარმატების შემთხვევაში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა:

“თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, მაშინვე ავიღებ ტელეფონს და მესის კონტრაქტს გავუხანგრძლივებ. ვფიქრობ, რომ გუნდი მის გარშემო უნდა განვითარდეს. სრული პროექტი, რომელსაც მე ვლობირებ ლეოს მომავალზეა მორგებული.”

“როგორც მოთამაშეს, შესაძლოა, მას 2, 3 ან 4 სეზონი ჰქონდეს დარჩენილი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მისი სრული საფეხბურთო კარიერა “ბარსელონასთან” იყოს დაკავშირებული.”

“კლუბის ტექნიკური დირექტორის ვინაობას სულ მალე გაიგებთ, მე მას არჩევნებამდე დავასახელებ. ის ახლა კლუბს ტოვებს და იმედი მაქვს, მომავალში ისევ დაბრუნდება და გუნდს სათავეში ჩაუდგება.”

ჟორდი ფარეს წინასაარჩევნო დაპირება, ჟოან ლაპორტასა და ვიქტორ ფონტის მსგავსად, ლიონელ მესის კატალონიურ კარიერას ემყარება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • nika 54
    18 დეკ 2020, 13:54

    შენ კი დაურეკავ, აი ის თუ გიპასუხებს ეგაა საქმე. გავაფორმებო ისე ამბობს თითქოს მთელი გუნდის შეცვლას აპირებდეს.

  • Terstegen
    18 დეკ 2020, 10:25

    ვითომ გადამრჩენელი🤦‍♀️

  • AGU3RO
    18 დეკ 2020, 10:19

    არმჯერა ამკაცის

  • Magician
    18 დეკ 2020, 00:32

    მარტო მესიზე საუბარი არ მგონია, რომ სწორი იყოს. სხვა გეგმა? "ბარსელონას" მომავალი მის ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული და მაგ მიმართულებით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

  • me da barca
    18 დეკ 2020, 00:23

    ამათთვის არჩევნებში მოგების ფორმულა მესია, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს.

  • Albicelecte
    17 დეკ 2020, 23:43

    ისე ამბობს, თითქოს ორივე მხარეს თვითონ უნდა მოაწეროს ხელი smiley
    იქნება და ლეო ისე გარბის თქვენს დანახვაზე, რომ ოკეანე უკან დატოვოს, რომ საერთოდ არ დაგინახოთ თვალით smiley ?!?!?!?!
    ასე თავდაჯერებული რატოა, ვერ ვხვდები!
    თუ შუბლზე იარაღს დაადებ და ისე მოაწერინებ ხელს, ეგ სხვა ამბავია barca-7

  • BARCELONA FOREVER
    17 დეკ 2020, 23:33

    ბიჭო მარტო მესიზე რატო ლაპარაკობენ ესენი ის კი არა მცველს ვიყიდი ფორვარდს დავითრევ არა კაცო მარტო მესი ამიტო ლაპორტა მოიგებს ამას

  • El pistolero 9
    17 დეკ 2020, 23:31

    მესი უკვე კია 33წლის და შენ ის თქვი მესის მერე რას იზამ.ლაპორტას დროს გუნდიდან რონალდინიო წავიდა,გუნდის ლეგენდა და ეს საერთოდ არც გვიგვრძნია.ლაპორტა პრეზიდენტად!!

  • ბარსა_ბარჩა
    17 დეკ 2020, 22:40

    ამ ტიპს საერთოდ არ ვენდობი sweat_smile