ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რომას” დირექტორი: ”იმედი გვაქვს, რომ ბოიანს რამდენიმე დღეში გადავიყვანთ”

”რომას” დირექტორი: ”იმედი გვაქვს, რომ ბოიანს რამდენიმე დღეში გადავიყვანთ”

”რომას” სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომაული კლუბი დაინტერესებულია ”ბარსელონას” ფეხბურთელის, ბოიან კრიკიჩის შეძენით.

”ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ დაინტერესებული ვართ ბოიან კრიკიჩით. ვფიქრობ, რომ ბოიანის გადაყვანა სავსებით რეალურია. იმედი გვაქვს, რომ ბოიანს რამდენიმე დღეში გადავიყვანთ” – საბატინის სიტყვებს ”Rete Sport” ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ფეხბურთელი აგენტმა, ზორან ვეკიჩმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მოხარული იქნება კარიერის ”რომაში” გაგრძელებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში