კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩავი ვილაჟოანა Sport-თან წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრობს:
კუკურელა, ოლმო, ბელერინი, ადამა… როგორ ხდება, რომ ესპანეთის ნაკრებს “ბლაუგრანას” უფრო მეტი აღზრდილი ფეხბურთელი ჰყავს, ვიდრე ამჟამად “ბარსას” საკუთრებაში მყოფი მოთამაშები?
სხვადასხვანაირად შეიძლება გავიაზროთ. ერთი მხრივ, ეს აჩვენებს, რომ “ბარსელონას” საწვრთნელი მოდელი მუშაობს და კარგ ფეხბურთელებს აყალიბებს.. მეორე მხრივ, ეს კარგი ფეხბურთელები იმდენად მაღალ დონეზე არ არიან, რომ პირვლ გუნდს მოერგონ. მათი ერთადერთი გამოსავალი წასვლა და სხვა კლუბების მოძებნაა.
მოგწონთ “ბარსას” დღევანდელი სათამაშო სტილი?
ახალი და ძველი თაობის წარმომადგენლები შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან. ვიცი, რომ მარტივი არაა, 90 წუთის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყო.
პსჟ-სთან მატჩი?
ურთულესი შეხვედები გველის, თუმცა დიდ მოტივაციას გვაძლევს.
ნეიმარს უკან დააბრუნებ?
ჩემი აზრით, “ბარსას” მყარი სასტარტო თერთმეტეული “ლა მასიადან” უნდა ჰყავდეს… რასაც მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც უნდა მივუმატოთ. ვოცნებობ, რომ ჩემპიონთა ლიგა აკადემიის 11 ფეხბურთელთან ერთად მოვიგო
კაი ოცნება კი გქონია 😀
ფეხბურთელები თუ ვერ გაზარდა საჭირო დრონის ვერაფერსაც ვერ მოიგებ ის გენიოსების თაობა იყო მასეთი აღარ განმეპრდება
ეს დაპირებებია მხოლოდ.საქმე ლაპარაკის ნაცვლად
რა თქმა უნდა პოპულარული განცხადებაა და იცის, თუ რა სურს ამომრჩეველს….
როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ წინასწარ გამიზნულად, ამას ქვია პოპულიზმი
ისე, სახეზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატს მიაგავს
გაგიჭირდება
პოპულიზმია თუ რთული საქმე, შესანიშნავი იდეაა, რომლისთვის ბრძოლაც თვითმყოფადობას შემატებს მთლიანად კლუბს, რაც ახლა ასე გვაკლია. შეიძლება ამის სიტყვა-სიტყვით განხორციელება შეუძლებელი ჩანდეს, მაგრამ ამ იდეით თუ ივლის გუნდი წარმატებასაც მიაღწევს. ის წარმატება კი ორმაგად ტკბილი იქნება.
რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ მხოლოდ ამ სიტყვების გამო ამ კაცს უნდა მისცეს ვინმემ ხმა. მაგრამ ეს თუ ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება მხოლოდ კარგს მოგვიტანს
რამდენი კანდიდატი ყავს პრეზიდენტობაზე ბარსელონას ყოველდღე რო ახალ ახალი სახე გამოდის :დ მაინც ტყუილად ლაპარაკობენ ლაპორტა იგებს ამას :დ
პოპულიზმის უმაღლესი ლეველია ეგ,
მაგრამ ადვილად წაკიტხვადი!
ხმა ვინ უნდა მოგცეს? კატალონიელებმა, ვისაც ყველაზე მეტად უნდა საკუთარი აღზრდილებით დაკომპლექტებული გუნდი
რთული საქმეა ეგ მეგობარო