როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კატალონიის „ბარსელონა“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი – 16 თებერვალს, განმეორებითი კი 10 მარტს გაიმართება.
ახლა კი, გთავაზობთ სტატიას იმის შესახებ, თუ რატომაა პსჟ „ლურჯ-ბროწეულისფერთათვის“ შესანიშანვი და მისაღები მეტოქე.
„ბარსას“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „იუვენტუსთან“ შეხვედრაში ნაჩვენები სისტემა კატასტროფა იყო და, ნაწილობრივ, მარცხიც სწორედ არასწორმა ტაქტიკამ განაპირობა.
შედეგად, 2006 წლის შემდეგ პირველად, კატალონიური გრანდი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ამის ფონზე, „ბლაუგრანას“ გზები შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნთან“, „ლივერპულთან“ ან „მანჩესტერ სიტისთან“ გადაკვეთილიყო.
წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ „ბაიერნი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდება, „ლივერპული“ – „ლაიფციგს“, ხოლო „მან. სიტი“ – „გლადბახს“. რაც შეეხება „ბარსელონას“, კუმანის გუნდს პსჟ-სთან შეხვედრა ერგო, რაც, პოტენციური მოწინააღმდეგეების შემყურე, ცუდი ვარიანტი არაა.
ტომას ტუხელის შეგირდებმა გასულ სეზონში ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალს მიაღიწეს, სადაც „რეკორდმაისტერთან“ წააგეს.
„პარი სენ-ჟერმენი“, რომლის საუკეთესო კლუბად ქცევაც ნასერ ალ-ხელაიფის გეგმებშია, ჩემპიონთა ლიგიდან „ბარსამ“ 3-ჯერ – 2013, 2015 და 2017 წლებში – გააგდო. 2013 წელს კატალონიელებმა პარიზელები გასვლაზე გატანილი გოლის წესის წყალობით დამარცხეს, 2015 წელს „ბარსამ“ ლუის სუარესის შესანიშნავი პერფორმანსითა და დუბლით მოიგო, ხოლო 2017-ის თამაშს ზედმეტი განმარტება არ სჭირდება – „რემონტადა“ და 6-1!
შეიძლება ითქვას, პსჟ-ს ძლიერი მხარე ლა ლიგის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა არაა, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არც „ბარსელონაა“ ის კლუბი, რომელიც წლების წინ იყო. „ბლაუგრანა“ სეზონი საშინლად დაიწყო და უკვე რონალდ კუმანის შემცვლელზეც კი საუბრობენ.
კრიზისი პარიზში
„ლურჯ-ბროწეულისფერთა“ რიგებში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რამდენად დიდი იმედი შეიძლება ჰქონდეს „ბარსას“ ამ მატჩის წინ?!
„ბარსელონაზე“ საუბრის შემდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები ტომას ტუხელსაც აქვს. გერმანელი მწვრთნელი ფანების მხრიდან დიდ კრიტიკას იღებს, ვინაიდან, საკმარისად კარგად ვერ მუშაობს. ფრანგული პრესისა და გულშემატკივრების აზრით, გამოცდილი სპეციალისტის სქემა ამ დონეს არ შეესაბამება.
ტუხელის ტაქტიკამ მარცხი ბევრჯერ განიცადა, რაც ოლე გუნარ სულშერის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შინ ჩაატრებულ შეხვედრაშიც ვიხილეთ. ამას კი „ლაიფციგთან“ გამართული კატასტროფული დაპირისპირებები მოჰყვა, რომლებშიც იულიან ნაგელსმანის გუნდი იმაზე მეტს იმსახურებდა, ვიდრე მიიღო.
„პარი სენ-ჟერმენს“ გაუმართლა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. იგივე პრობლემები ჩანს ლიგა 1-შიც – ნეიმარი და მისი გუნდელები მარტში უკვე საფრანგეთის ჩემპიონები იყვნენ, რაც ტონუსში ყოფნისათვის კარგი არ გახლავთ, თუმცა, თავის მხრივ, ძალების დაზოგვას ახერხებდნენ.
ახლა პარიზელებს ესეც უჭირთ – საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე „ლილია“, „ლიონმა“ პსჟ საერთოდ დაამარცხა და, რომ არა გამოტოვებული მატჩები, შესაძლოა, სარტურნირო ცხრილში „მარსელიც“ კი მათზე წინ ყოფილიყო, რაც უფრო ტუხელის კოლეტქივის დასუსტების ნიშანია, ვიდრე კონკურენციის გაზრდისა და სხვების სიძლიერის.
ეს ყველაფერი 2017 წელს ჰგავს – „მონაკოს“ საოცარი სეზონი ჰქონდა და ლიგა 1 მოიგო, უნაი ემერის პსჟ-მ კი ლუის ენრიკეს „ბარსასგან“ 6 გოლი მიიღო. „პარი სენ-ჟერმენი“ წელს ნამდვილად არ ჰგავს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და არც შიდა ჩემპიონატში არსებული ვითარება აძლევს შესაძლებლობას, რომ სრული კონცენტრირება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს.
პსჟ-მ 10 წლის განმავლობაში პირველად წააგო „მარსელთან“ (0-1), მეტიც, სეზონის დასაწყისში იგივე „ლანსმაც“ მოახერხა. საფრანგეთის ჩემპიონის დამარცხება „ბორდოსაც“ შეეძლო, „მონაკომ“ კი მათთან 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თამაში შემოატრიალა და 3-2 მოიგო.
ეს შედეგი მწვრთნელის ტაქტიკამ განაპირობა. ლეონარდო პარიზელთა დირექტორის პოსტზე 2019 წელს დაბრუნდა, თუმცა საკუთარი თავის აჩრდილია. 2011 წელს ბრაზილიელმა ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალილება და მის მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნა მოახერხა.
დაბრუნების შემდეგ, ლეონარდომ დანილო პერეირა შეიძინა, რომელიც საუკეთესო ფორმაში არ არის. აგრეთვე, იმედისმომცემი, მაგრამ ჩამქრალი ვარსკვლავი – მოიზე კინი, თვითკმაყოფილი მაურო იკარდი და ალესანდრო ფლორენცი.
გავრცელებული ცნობებით, პერეირას პოზიციის საკითხთან დაკავშირებით, ლეონარდოს ტუხელთან შელაპარაკება მოვუიდა. ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ პსჟ-ს ისეთივე კონკურენტუნარიანად ვეღარ ჩამოაყალიბებს, როგორც ეს პირველად მისვლისას გააკეთა.
9 ნომრის პოზიციის მორგების შემდეგ, თითქოს ჩანს, რომ კილიან მბაპემ სტაგნაცია განიცადა. 21 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ხანგრძლივი მშრალი სერია ჰქონდა და 10 მატჩში ვერ გაიტანა. „ბაშაქშეჰირთან“ შეხვედრაში მოპოვებული პენალტის შემდეგ, ნეიმარმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება სწორედ ლოტინს მისცა.
მიუხედავად ამისა, მბაპე წარმოუდგენელი ტალანტია, რომელიც, როგორც წესი, მეტოქეებს თავზარს სცემს. ქომაგებისა და ექსპერტების აზრით, ისევ კიდევ უფრო უკეთესი მოთამაშე გახდება. დიდი ალბათობით, კილიანი „ბარსას“ ბევრ პრობლემას შეუქმნის.
რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჟუნიორი პარიზული კლუბის იმედია, მისი ლიდერობა კი შარშან, „დორტმუნდთან“ მატჩშიც გამოჩნდა, როცა „ბორუსია“ გათამაშებას გამოეთიშა. როდესაც 28 წლის შემტევი საუკეთესო ფორმაშია, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
თუმცა, საქმე სწორედ ისაა, რომ, შესაძლოა, ნეიმარი „კამპ ნოუზე“ ვერ დაბრუნდეს – „ლიონთან“ წაგებულ შეხვედრაში, ტიაგო მენდესი ნეიმარის წინააღმდეგ უხეშად წავიდა და, ერთი შეხედვით, მძიმე ტრავმა მიაყენა.
გავრცელებული ცნობებით, ბრაზილიელმა შესაძლოა 3 კვირა იუქმოს, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ მოიპოვება. ჟუნიორის არყოფნა პარიზელთათვის უდიდესი დანაკლისი იქნება. პლუს ამას, თუ „პარი სენ-ჟერმენმა“ აღნიშნული პრობლემები ვერ გამოასწორა, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება.
საერთო ჯამში, შესაძლებელი იყო, „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ ბევრად რთული მეტოქე შეხვედროდათ, პსჟ კი ასე მრისხანედ არ გამოიყურება. ტომას ტუხელის შეგირდების გაგდება და მეოთხედფინალში გასვლა კატალონიელებს თავდაჯერებულობას დაუბრუნებს.
იმედია არ შევრცხვებით..
ბაიერნს,ლივერპულს და სიტის რომ ჯობია პსჟ ეს აშკარაა,მაგრამ ესენი ხელწამოსაკრავები არ არიან. თამაშის ბედს გადაწყვეტს ის თუ ვინ იქნება უარეს ფორმაში
სხვებთან შედარებით არის
სულაც არაა სასურველი, მარა ბაიერნს და ლივეს ჯობდა. თორე ლენგლეს და რობერტოს შემხედვარე და მერე ნეიმარი მბაპეს, არ მგონია სასურველი იყოს
წლებია ამ წყვილს ველოდებოდიი…
გაზაფხულზე ნაპოლისთან გამოვარდნა უკეთესი იქნებოდა…
1:1 მერე გაეგორებინათ 2:2 ან 1:1 და პენალტები დაერტყათ ცუდად…
ხომ ასცდებოდათ ბავარია და თავისმოჭრა?!
ამას იმის გამო ვამბობ, რომ იმ გადასახედიდან, რა ფორმაშიც გუნდია, სასურველი მეტოქე არ არსებობს!
მაგრამ ჯგუფში ჩარჩენის გარდა სხვა გამოსავალი არ იყო, რაც ასევე კატასტროფაა
ასეთი უკბილო, სუსტი და იოლად დასაჩაგრი ბარსა მე 2004 მერე არ მახსოვს
უნდა მოუგოთ ორივე იგრა
ამათ უნდა გადავუაროთ თუ რამის თავი გვაქ თან 2 თვე დიდი დროა გუნდის მოხოდვისთვის
იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, მაგრამ ბარსას ბურთის სხვა გუნდებზე თავზე გადახევა ლუჩოს წასვლის მერე არ მინახავს და ჯერ არა მგონია ვინმეს "თავზე გადაახიოს" ბურთი. გასცლაზე გატინილი ბურთის წყალობით შემდეგ ეტაპზე გასვლაზეც არ ვიქნები უკმაყოფილო) ან პენლების სერიის მოგებით კიდე.
იმიტომ რომ ორივე ერთმანეთზე კლემანი გუნდია, განსაკუთრებით ლიგაზე
კრიზისი მარტო პარიზში არაა,
სამწუხაროდ კუმანი არ ჩანს ის კაცი, ვინც ან შემოატრიალებს ან წარმატებას შეინარჩუნებს…
იუვესთან 0:3 კიდევ სხვანაირად დაგვანახა მისი სისუსტე
ამ ფულის ტომარაში მბაპეს და ნეიმარის სახლებელი ყვირის თორემ ჩვეულებრივი ჩარეცხილი და თრეში გუნდია.
არმაინტერესებს,ვიგებთ :დდდ <3
როგორ ფორმაშიც არ უუნდა ვიყოთ ამათ უ და გადავახიოთ თავზე ბურთი