ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ესპანელის აზრით, ეს ბრაზილიელი რონალდო გახლავთ.
“საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში? ეს ნამდვილად რთული შეკითხვაა, თუმცა იმის გათვალისწინებით ვინც მინახავს, ვფიქრობ ეს რონალდოა. მე არ ვსაუბრობ კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე. ეს უკანასკნელები რომ არ დავასახელოთ, რომლებიც მართლაც ძალიან კარგები არიან, მე რონალდო ნაზარიოს ვირჩევ. ის ფანტასტიური და შესანიშნავი იყო, მუდამ კარგი, სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა. რონალდო გამორჩეული მოთამაშე იყო. ბრაზილიელს კარიერის პიკში შევხვდი, რადგან ბიძაჩემი მასთან ერთად “ბარსელონაში” თამაშობდა.”,
– ნადალის სიტყვებს Tennis World USA ციტირებს.




ანუ რომ გაუ****ებენ საქმეს, მესი თუ რონალდუო?!, რომ არავის აწყენინოს, ასახელებს კიჭას
ყველას თავისი აზრი აქვს რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნამდვილად მაგრამ ისტორიაში საუკეთესო ჩემთვის მესი იყო არის და იქნება G.O.A.T
ნუ საუკეთესო ალბათ არა ერთერთი კი
ნაზარიო მართლა მაგარი მოთამაშე იყო და ძაან ცუდია ბარსაში ისტორია რო ვერ დაწერა
ზიდანი ჯობია მავანებმა მესისო ზიდანიო 😂
რითი ჯობია მესის ძაან მაინტერესებს არ თქვათ ახლა ოპერაციები რო გაიკეთა და მერე ისევ მაგრად ითამაშა მაგიტომო ყველაფერი ორჯერ მეტი აქვს მესისაც და რონალდოსაც კიჭაზე ძაან მაგარი თავდამსხმელი იყო ფენომენალური მარა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ეგ არ კმარა
მესისნაირი არ დაბადებულა ჯერ, არანაირი ნაზარიო. ასეთი სრულყოფილი იგროკი არავინ არ ყოფილა ჯერ და შეიძლება აღარც იყოს არასოდეს.