“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის მე-13 ტურში “ლევანტესთან” თავი გამარჯვების გოლით გამოიჩინა (1-0).
მესიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა, გუშინდელი გოლი კი მე-5 გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლეომ ხუთივე შემთხვევაში გატანა “ბარსას” საშინაო არენაზე “კამპ ნოუზე” მოახერხა (1 “ვილიარეალთან”, 2 “ბეტისთან”, 1 “ოსასუნასთან”, 1 “ლევანტე”).
ყველა ტურნირზე მესის აქტივში ამჟამად 8 გოლია (3 ჩემპიონთა ლიგაზე).




ბომბარდირობის ყველაზე დიდი შანსი ისევ მესის აქვს.ლა ლიგამ ამ მხრივაც ძაან მოუკლო.ბარსა გაპარტახებულია,მესი ფორმაში არაა და ბომბარდირობაზე მაინც იწევს
ასეა თუ ისეა მაინც მესიმ მოგვაგებინა გუშინ მერამდენედ
გუშინ როგორი მონდომებულიიყო , რონალდოს დუბლი იმოქმედებს მასზე დარწმუნებულივარ 🙂