workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დასამხობი რეკორდი ფუტზალის გუნდის ხელშია

დასამხობი რეკორდი ფუტზალის გუნდის ხელშია

 

რამდენიმე ხნის წინ, კატალონიის “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდმა “ACB” ლიგის ტიტულის მოპოვება მოახერხა. ეს წელს, “ბარსელონას” პორტული კლუბებისთვის მეთხუთმეტე ტიტული გახლდათ. თუმცა, სპორტული გუნდებისთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა – ფუტზალის გუნდს ლიგის ფინალი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს…

წლევანდელ სეზონში, “ბარსელონას” სპორტულმა გუნდებმა მოახერხეს და მსოფლიოს საკუთარი სახელი კიდევ ერთხელ მოახვიეს თავს. შარშანდელის მსგავსად, წელსაც, “ბარსელონას” გუნდემა შეძლეს და 15 თასი დააგროვეს, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ფუსტალის გუნდს სეზონი ჯერ ბოლომდე არ დაუსრულებია.
პეპ გვარდიოლასა და ხავი პასკუალის საფეხბურთო და ხელბურთის გუნდებმა შეძლეს და ევროპის თასი კიდევ ერთხელ “მიისაკუთრეს”. პეპის გუნდს ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება მოუხდა, ხოლო პასკუალის გუნდმა ევროპული ტიტული დასაუფლებლად “სიუედად რეალი” დაამარცხა.
ყურადღების გარეშე “ბარსელონას” გუნდებს არც ქვეყნის ჩემპიონატები დარჩენიათ – საფეხბურთო, საკალათბურთო და ხელბურთის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონის წოდების მოპოვებაც მოახერხეს. ამასთან ერთად კი სხვადასხვა შიდა ჩემპიონატებში გამარჯვებაც შეძლეს. ქვეყნის თასს როლერ–ჰოკეის, კალათბურთისა და ფუტზალის გუნდები დაეუფლნენ…
ფუტზალის გუნდი ისტორიაში უკვე დამკვიდრდა გუნდად, რომელსაც “სამეფო თასი”, “ესპანეთის თასი” და “კატალონიის თასი” ყველაზე მეტჯერ აქვს აღმართული. ახლა კი მათ წინ ესპანეთი ლიგის ფინალი აქვთ … ასე რომ, შესაძლოა “ბარსელონამ” შარშანდელი რეკორდი დაამხოს და ერთ სეზონში მეთექვსმეტე ტიტული მოიპოვოს. ყველაფერი ფუტზალის გუნდზეა დამოკიდებული…
ტიტულების ჩამონათვალი:
ფეხბურთი: პრიმერა დივიზიონი, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.
კალათბურთი: ქვეყნის ლიგა, თასი, ესპანეთის სუპერთასი და კატალონიის ლიგა.
ხელბურთი: ქვეყნის ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და პირინეის ლიგა.
როლერ ჰოკეი: თასი და კონტინენტალური თასი.
ფუტზალი: სამეფო თასი, ეპანეთის თასი და კატალონიის ლიგა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward