როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის სუპერთასის 2021 წლის გათამაშების საუდის არაბეთში ჩატარება თითქმის გამოირიცხა. გამოცემა El País-ის ცნობით, ტურნირი საზღვარგარეთ არ გაიმართება და მას სევილიაში მდებარე მულტიფუნქციური არენა “ლა კარტუხა” უმასპინძლებს, რომელიც ესპანეთში ფინალური მატჩებისთვის ხშირად გამოიყენება.
2019 წელს ფორმატის ცვლილების შემდეგ (2-გუნდიანიდან 4-გუნდიანი გათამაშება) საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ფინანსური მოგების გაზრდის მიზნით სუპერთასის მასპინძლად საუდის არაბეთის ქალაქი ჯედა შეირჩა, წელს კი, პანდემიის გამო, მატჩებს გულშემატკივრები ვეღარ დაესწრებიან, რამაც ესპანური კლუბების შორეულ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას აზრი დაუკარგა.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13-14 იანვარს შედგება, ფინალი კი 17 იანვარს. ტურნირში მონაწილეობას “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი”, ბილბაოს “ატლეტიკი” და “რეალ სოსიედადი” მიიღებენ.




ძალიან კარგიი
იმედი მაქვს ფინალში რეალთან ერთად მოვხვდებით და დავამარცხებთ… მომენატრა კლასიკოს მოგება
აქაც წავაგებთ კუმანის გადამკიდე
რა მნიშვნელობა აქვს უმაყურებლოდ სად ჩაატარებენ?
ამ ტურნირზე მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.ბილბაო არაა ფორმაში.რეალთან მოგება შწიძლება.აი სოსიედადი მაგრად ყომარობს და იმედია ნახ.ფინალში ბილბაო შეგვხვდება
გამოუშვით ლუბოი გადავხევთ შუაზე :დ
კლასიკო არაგვცდება და მანამდე უნდა დავსტაბილურდეთ . პ.ს ისე თუ დააკვირდით იუვესთან უმტიტი რო გამოვიდა შედარება არიყო დაცვის 1-2 მწვავე შეტევა მივიღეთ მხოლოდ ისიც არიყო მისი ბრალი ტრამვა არ მიიღოს და მოიხოდება ლენგლეს სკამს ახეხინებს ერთი კაი მეწყვილე და კანფეტ არაუხო და მინგესა უნდა გამოზარდოს მის გვერდით
ბილბაო სოსიედადი რატო ?
ძაანკაი თუ საზღვარგარეთ არ იქნება , არ აიკიდონ რამე