workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი: ახლა თავის მართლების დრო არაა

პედრი: ახლა თავის მართლების დრო არაა

პედრიმ Marca-სთან ინტერვიუს დროს, ბოლო შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მძიმე მარცხი შეაფასა:

“ახლა თავის მართლების დრო არ არის. მაქსიმალურად უნდა ვიშრომოთ, რათა შეცდომები გამოვასწოროთ.”

“იუვესთან” მარცხი ნამდვილად მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ და მოედანზე თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.”

“ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში თამაში უკეთესობისაკენ უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავუმჯობესდეთ. დავუშვით შეცდომები და ვიცით, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ. ამ დინამიკას ჩვენ ერთად შევცვლით.”

ბოლო 2 შეხვედრაში “ბარსამ” უმძიმესი 2 მარცხი იწვნია. გუნდმა ლა ლიგაში ქულები კიდევ ერთხელ, “კადისთან” დაკარგა, ხოლო “ბებერ ქალბატონთან” მარცხმა “ბარსას” ჯგუფში პირველი ადგილი დაათმობინა.

კატალონიელები რეაბილიტაციას 13 დეკემბერს, მე-17 ადგილოსან “ლევანტესთან” შეეცდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 01:37

    უნდა გაიღოთ მარა შედეგი?

  • El pistolero 9
    schedule 11 დეკ 2020, 14:17

    ამ ბიჭის ადგილი არაა ფლანგზე.გინდა 4-3-3იყოს და გინდა 4-2-3-1.ამან უნდა ითამაშოს ცენტრში!!!არის ძაან ჭკვიანი,დრიბლინგი მაგარი აქვს,პასის კულტურა უმაღლესი და რატო ათამაშებემ ფლანგზე როცა არაა გარემარბი.კი 4-2-3-1 ში ფლანგზე მოთამაშეებს ნახ.მცველის ფუნქციები აქვთ მაგრამ ბარსას წყობა უფრო 4-2-1-3ია.პედრი კიდე ფლანგზე ჩაკარგულია.

  • Messi, Iniesta
    schedule 11 დეკ 2020, 14:06

    ა აგერ ბურთი და აგერ მოედანი, თუ რამეს შეცვლით დიდად მოხარული ვიქნები!

  • Magician
    schedule 11 დეკ 2020, 11:00

    ამ ბიჭის ძალიან მჯერა <3

  • AGU3RO
    schedule 11 დეკ 2020, 10:35

    ეს და პუჩი ერთად დააყენოს.

  • Ronaldinho..
    schedule 11 დეკ 2020, 02:14

    ისე ჩემი აზრით,ამის და პუჩის დაყენრბა უნდა ცადოს კუმანმა ერთად.
    4-4-2 ის პრინციპიხ შეიძლება საყრდენებად დეინგი ბუსკე/პიანიჩი წინ მარცნივ პუჩი მარჯვნივ პედრი ან პირიქით და წინ მესი გრიზმანი თავისუფლად.
    სანამ ნორმალური 9 იანი გვეყოლება და სანამ დემბელე ფატი დაბრუნდებიამ ოპტიმალური 11 ეული მგონია მე ეს..იქნებ ცენტრი მაინც დავიჭიროთ და აქტიური მსგავსი მობილური ცენტრისგან გუნდი ამოძრავვდეს და თამაში დაიწყოს..
    უკან ალბა უმტო არაუხო დესტს დავაყენებდი მე…
    ლენგლეს ყოველ თამაშში გამოუსწორებელი შეცდომები ყელშია უკვე იქნებ აზე მოვიდეს სკამზე დსჯდომით…

  • თათო
    schedule 11 დეკ 2020, 02:03

    მომწონს ეს ბიჭი

  • Aotearoa
    schedule 11 დეკ 2020, 01:39

    ძაან გიჟია პედრიკო

  • M10 S9 D11
    schedule 11 დეკ 2020, 01:28

    თქვენი ბოდიში დეკემბერში დარჩენილი ყველა თამაშის მოგება იქნება

  • Albicelecte
    schedule 11 დეკ 2020, 01:23

    ANSU FATI 10,
    პრინციპში, ბევრი არ ულაყბია
    ეს ქე მაინც დარბის და ხედავ რასაც აკეთებს
    პუჩისთან ერთად შეიძლება კარგი შუა ხაზის დუეტი გამოუვიდეს
    ჩავი/ინის რეინკარნაცია

  • me da barca
    schedule 11 დეკ 2020, 01:21

    ყოველი წაგების მერე იციან, თუ როგორ გამოასწორონ, თუმცა ვერ დავინახეთ.

  • ANSU FATI 10
    schedule 11 დეკ 2020, 01:14

    ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა!!!!!! ამათი ინტერვიუები უკვე აღარ შემიძლია

  • BARCELONA FOREVER
    schedule 11 დეკ 2020, 00:49

    ყველა წაგების მერე აანალიზებთ და აუმჯობესებთ კაცმა რო გკითხონ მარა შედეგი რატომღაც არ ამტკიცებს ამას და მთავარი შედეგია შედეგი დადოთ ეგ ჯობს ყველაფერს

  • C.PC5
    schedule 11 დეკ 2020, 00:29

    ეს აღასჯერ გადატკეპნილი ფრაზები აღარ გვაინტერესებს და შედეგები დადეთ!

  • Albicelecte
    schedule 11 დეკ 2020, 00:06

    ამას ქვია შემოლაწუნება