ჟორდი ფარე: თუ პრეზიდენტი გავხდები, ლეო მეორე დღეს ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ჟორდი ფარე: თუ პრეზიდენტი გავხდები, ლეო მეორე დღეს ახალ კონტრაქტს გააფორმებს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟორდი ფარე კატალონიელთა კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალზე საუბრობს.

“მე ამ პრობლემაზე ვმუშაობ. მესი კლუბის ნაწილია. ის და “ბარსა” ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ.

ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენ მას ინსპირაციული პროექტი უნდა შევთავაზოთ. შეგვიძლია მისი მოტივირება და ვიმედოვნებ, რომ ჩემი გაპრეზიდენტებიდან მეორე დღეს, ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ლეო ახალ ხელმძღვანელობას ელის, მას სურს ნახოს, თუ რას შესთავაზებენ. მას უნდა, რომ ოცნება შესთავაზონ, მას ეს სჭირდება. არამხოლოდ გუნდი, არამედ მთელი კლუბი ახლა სამწუხარო მდგომარეობაშია. ჩვენ მათ ახალი იმპულსი უნდა მივცეთ.

ვფიქრობ, რომ ლეო დარჩება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის გავახაროთ. მინდა, რომ მესი დარჩეს და ის ამ კლუბის მომავლის ნაწილი უნდა იყოს. გავბედავდი მეთქვა, რომ თუ 24 იანვარს არჩევნებს მოვიგებ, ლეო ახალ კონტრაქტს 25 იანვარს მოაწერს ხელს.”

– ციტირებს ფარეს სიტყვებს Sport.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • BARCELONA FOREVER
    09 დეკ 2020, 23:29

    ეს ვინ ჩემი ბენზემაა სათვალით ვინც არი იმენა არ უნდა გააკარო შტაბს 😀

  • sandro89
    09 დეკ 2020, 21:37

    იდინახუს არმოაწერ ხელს

  • me da barca
    09 დეკ 2020, 21:34

    ამ ფრაზით უნდა ამას არჩევნების მოგება?

  • სტუმარი გიორგი
    09 დეკ 2020, 21:16

    მოკლედ ვიტყვი ..ბარსელონას პრობლემაა არის ეს ვითომ ტიკი ტაკა..გუნდი რომელიც არ ურტყავს საჯარიმოს გარედან და ყველა იცის სულ რომ კარებში ჩადგნენ სანამ ერთ მეტრზე არ მივა ბარსას ფეხბურთელი კარებთან არ დაარტყავენ..რაც შეეხება ჩაწოდებებს წავიდა ის დრო ბარსელონას რომ მეტრნახევრიანი ფეხბურთელები ყავდა.ყველას შეუძლია თავით თამაში..თუ ჯარიმა არაა შანსი არაა რომ ჩააწოდოს ვინმემ..კუთხურსაც კი ათამაშებენ და ცენტრში შემოაქვთ ბურთი..არადა გრიზმანი გყავს პიკე გყავს, ლენგლე გყავს. ჩააწოდე რაა.და ბოლოს კონტრშეტევაზე რომ გარბის გუნდი,კაი შეიძლება თავდასხმა გაყვეს ტემპში მაგრამ შანსი არაა ნახევარდაცვა რომ დროზე წამოეხმაროს..

  • C.PC5
    09 დეკ 2020, 21:11

    ესეც მესიზე ბაზრობს. სადაა ჯიგარო გეგმა რომლითაც ააყვავებ ბარსას? უი ამუამ ხოარ შეჭამა? კაი დაიკიდე შენც ბანალურად თქვი ნეიმარს მოვიყვანო და ვსო ფავოტიტი იქნები არჩევნებში. ფარე არა ფარა🖕

  • რიკი პუჩი
    09 დეკ 2020, 21:10

    დღეს ყველა რო მესიზე ნერვიულობს, მის გარშემო რომ იყრის თავს საახალწლო ნაძვისხესავით, ეს არის ერთერთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის კლუბი ასეთ დღეში. მესი არაა ღმერთი და ამხელა წნეხი უფრო დიდ ფსიქოლოგირ ტრამვებს მიაყენებს

    რონალდუსთვის არავის უთქვამს გიშინდელ თამაშზე, შენ უნდა მოიგოვო, ყოველშემთხვევაში არ იგრძნობოდა ისეთი მოლოდინი, რაც მესიზე იყო და შედარებით ლაღი იყო, არის, იქნება სხვა თამაშებშიც. გამოსავალი ისაა, რომ მესიმ ღიად უნდა თქვას, ჩემგან ნუ მოითხოვთ იდეალურ თამაშსო და ნურც იდეალურ პიროვნებას ელითო ჩემი სახით