ინგლისურ გამოცემა “Daily Mail”-ზე დაყრდნობით, კატალონიური გამოცემა “სპორტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტიაგო ალკანტარამ, რომელიც ახლა დანიაში ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავს, ლონდონური “ჩელსის” მესვეურების ყურადღება მიიპყრო…
ამ ბოლო დროს, ხშირად ვრცელდება ინფორმაციები, თითქოსდა ფაბრეგასის მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა ტიაგო ალკანტარამ გუნდი დატოვოს და სხვა რომელიმე გუნდში გადაბარგდეს. შესაძლო გადაბარგების ჩამონათვალს ინგლისურმა გამოცემა “Daily Mail”-მა ლონდონის “ჩელსიც” შემატა. როგორც ჩანს, სხვა გუნდების მსგავსად, არც “ლურჯები” იქნებიან ალკანტარას თავიანთ გუნდის რიგებში ხილვის წინააღმდეგნი. აქვე შეგახსენებთ, რომ ტიაგოს მამამ, ლეგენდარულმა მაზინიომ განაცხადა, რომ მისი შვილი “ბარსას” დატოვებას არ აპირებს. ტიაგო გასულ სეზონში “ბარსას” პირველ გუნდში 17–ჯერ გამოჩნდა. მან მოედანზე ათასი წუთი დაჰყო.