“კადისთან” შეხვედრა პირველი არ ყოფილა სადაც კატალონიელები მარცხდებოდნენ. თამაშის შემოტრიალება და მათთვის სასარგებლოდ დასრულება კი კიდევ ერთხელ ვერ შეძლეს.
მიმდინარე სეზონის სტატისტიკის მიხედვით, “ბარსამ” პირველი გოლი საკუთარ კარში 6-ჯერ მიიღო და “დაქამბექება” ვერცერთხელ მოახერხა.
აღნიშნულ პრობლემაზე განცხადება რონალდ კუმანმა “კადისთან” შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
წინა 6 შემთხვევაში “ბარსამ” “ალავესთან” და “სევილიასთან” ფრედ (1-1) ითამაშა, დანარჩენ 4 ოპონენტთან (“ხეტაფე”, “რეალი”, “კადისი”, “ატლეტიკო”) კი დამარცხდა.
ასეთი სავალალო სტატისტიკა იმასაც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ გუნდს მყარი მენტალობა არ აქვს. ამის მიზეზად ლეო მესის უხასიათოდ ყოფნაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რის გამოც არგენტინელი ფორმაში ვეღარ შედის.
10 თამაშის შემდეგ “ბარსა” ლიდერ “ატლეტიკოს” 12 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.




არ არსებობს თამაში რომელსაც ვერ მოიგებ,უბრალოდ ამის უნდა გჯეროდეს
am umtitis rachirs aseti ro ver gamojamrtelda varjishebze ki ari
ეგ მენტალური პრობლემა ვალვერდეს დროიდან მოყვება გუნდს