ედერ სარაბია: “ბაიერნთან” წაგება წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგია

ედერ სარაბია: “ბაიერნთან” წაგება წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგია

“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის, ასისტენტი, ედერ სარაბია, Marca-სთან ინტერვიუში მის კატალონიურ კარიერას იხსენებს.

მესისთან არ მისაუბრია, თუმცა სხვებთან – კი. მათ “ფერენცვაროშთან” ნაჩვენები კარგი თამაში მივულოცე. “ბარსელონაში” ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვიყავით, რომელთაც ყველაფერი ჰქონდათ მოგებული, გვინდოდა მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გამოგვეყენებინა.

ყველასთვის ნათელია, რომ “ბაიერნთან” წაგება მრავალი წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგია. თუმცა ჩვენ მაინც ვამაყობთ იმ სამუშაოთი, რომელიც იქ შევასრულეთ.

რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად, პიკე, საჯაროდ გამოვიდა და ყველაფერი კარგად ახსნა. როდესაც ამდენი ხანი საქმეს არასწორად აკეთებ, ასეთი რამ [“ბაიერნთან” წაგება] ხდება. ხანდახან, ფსკერზე დაშვება კარგია, ეს გამოსწორების შანსს გაძლევს. სამწუხაროა, რომ ეს დაგვემართა, თუმცა უკმაყოფილოები მაინც არ ვართ.

– ამბობს სარაბია.

შეგახსენებთ, რომ სეტიენის სამწვრთნელო შტაბი კლუბიდან, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ, გაუშვეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • C.PC5
    07 დეკ 2020, 13:28

    ფერენცვაროშთან კარგი თამაში მივულოცეო?! ეს კიდე ეკონტაქტება ჩვენს ფეხბურთელებს?! ამაზე უნამუსოს მნახველი არ ვარ. რაღა ეს და რაღა ამის მეცხოველე უფროსი, თუ ესაა უფროსი ეგაა გასარკვევი კიდე.შეარცხვინეს გუნდი საქვეყნოდ და ამაყები ვართ ჩვენი შერსრულებული სამუშაოთიო. rage

  • GioKakiashvili
    07 დეკ 2020, 12:56

    არვიცი რაუნდა მოხდეს რო წელს ატლემ ვერმოიგოს ლალიგა 10 თამაში 26 ქულა და მეორეადგილოსან სოსეიდადს 12 მატჩიაქვს ჩატარებული 25 ქულა. ძალიან ბევრი თამაში უნდა გატეხონ რო დაკარგონ ლალიგა და არამგონია ნანატრი თასი ჩოლომ ხელიდან გაუშვას მითუმეტეს როცა 1 წრეში გუნდი სტაბილურად კარგად გამოიყურება იყო 1-2 გავარდნა მოგება მარა მთავარი ხო ანგარიშია

  • ANSU FATI 10
    07 დეკ 2020, 12:50

    წარსულში დაშვებულ შეცდომებს რომ გვერდი ავუაროთ, ამათი ბრალიცაა რომ ასე უშანსოდ გავნადგურდით.

  • BEQA BARCA
    07 დეკ 2020, 12:49

    ეს ფსკერზე დაშვება კი არ იყო უფრო ქვევით ძალიან ქვევით დაშვება იყო. რომელიც ყველას დაამახსოვრდება. წაგება გამიგია მაგრამ ბარსელონასი იმ გუნდის რომელსაც ამხელა ისტორია აქვს ასე სამარცხვინოდ. და კიდე რო დაობთ მწყემსი და შენ არ უნდა შეგრცხვეთ. ან ასეთი ანგარიშით რომ აგებთ თქვენით უნდა წასულიყავით. უნდა მიმხვდარიყავით მაგრამ თქვენ საპირისპიროს აკეთებთ.