ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სილვა: “მე ყველაფერი მაკმაყოფილებს “მილანში”

სილვა: “მე ყველაფერი მაკმაყოფილებს “მილანში”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ფეხბურთელმა, ტიაგო სილვამ, განაცხადა, რომ მას კარიერის გაგრძელება იტალიურ გრანდში სურს. მან ყველანაირი ჭორი უარყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ბრაზილიელის “ბარსელონაში” გადასვლა, თუმცა მისთვის საამაყოა კატალონიური გრანდის ინტერესი მისდამი. იტყობინება გავლენიანი იტალიური გამოცემა “Football Italia”.

 

“სიმართლე ისაა, რომ ჩემსა და “ბარსელონას” მესვეურებს შორის არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მე ყველანაირი პირობა მაკმაყოფილებს “მილანში”. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, მე კონტრაქტს 2016 წლამდე ნამდვილად არ გავახანგრძილევბდი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა “ბარსას” ინტერესი ჩემდამი”. დაასრულა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ტიაგო სილვამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში