ბოლო 3 შეხვედრაში გატანილი 11 გოლისა და მშრალად შენახული კარის შემდეგ, კატალონიელები ლა ლიგაში მე-5 გამარჯვების მოპოვებას “რამონ დე კარანსაზე”, “კადისის” წინააღმდეგ შეეცდებიან.
მასპინძლებს ეფექტური სტარტის შემდეგ მოსალოდნელი ჩავარდნა დაეწყოთ და ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. შედეგად, ახლადაღზევებული გუნდი და “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში ამ მომენტისათვის ერთმანეთის მეზობლად, VI-VII პოზიციებზე იმყოფებიან.
გუნდების მდგომარეობა
“ბარსელონას” ტრავმის გამო 4 ფეხბურთელი დააკლდება: ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი, სერჟი რობერტო და ანსუ ფატი.
“ფერენცვაროშთან” დასვენების შემდეგ განაცხადს დაუბრუნდნენ ლიონელ მესი, ფილიპე კოუტინიო და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი. რონალდ არაუხომ კი სამედიცინო შტაბისაგან თამაშის უფლება უკვე მიიღო.
“კადისის” შემადგენლობა “ბლაუგრანასთან” შედარებით, ოპტიმალურად გამოიყურება. მათი რიგებიდან მხოლოდ ალვარო ნეგრედოს თამაშია საეჭვო.
შესაძლო XI
“ბარსელონა”: ტერ-შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, პედრი, დე იონგი, კოუტინიო, მესი, დემბელე, გრიზმანი.
“კადისი”: ლედესმა, კარსელენი, მაურო, ფალი, ესპინო, გარიდო, ალექსი, ჯონსონი, პერეა, ნეგრედო, სანჩესი.
მწვრთნელების განცხადებები
რონალდ კუმანი:
ალვარო სერვერა:
ურთიერთშეხვედრები:
ბოლო 10 შეხვედრაში “ბარსამ” კადისი 9-ჯერ დაამარცხა, 1 მატჩი კი კატალონიელთა მარცხით დასრულდა.
ბოლოს გუნდები ლა ლიგის ეგიდით, 2005/06 სეზონში დაუპირისპირდნენ და “ბარსამ” ჯამში 6 ქულა მოიპოვა (1-3; 1-0).
სავარაუდო შედეგი
Sportsmole-ის ვერსიით შეხვედრა “ლურჯ-ბროწეულისფერების” სასარგებლოდ, ანგარიშით 3-1 დასრულდება.




გაუმარჯოს ლინკი დადეთ რა ვინმემ ძალიან გთხოვთ
ტერ შტეგენი
დესტი-მინგესა-ლენგლე-ფირპო
პიანიჩი-დე იონგი
მესი-გრიზმანი-დემბელე
ბრაითვაიტი
გრიზმანი-კოუტინიო
დემბელე-პედრი
ბრაითვაიტი-ტრინკაო
პიანიჩი-ალენია
დე იონგი-ბუსკეტსი
4-3-3ძაან კარგი იქნება
პედრის მაგივრად პიანიჩი და იდეალურია
ამ ფორმით თუ თამაშობენ კაია. კარგი ფორმაა და თან ამ ფორმით სულ კარგი თამაშით ვიგებთ