workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო გამოჯანმრთელდა

რონალდ არაუხო გამოჯანმრთელდა

ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა. მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო და “კადისთან” ხვალინდელი მატჩის განაცხადშიც მოხვდა. 

არაუხოს დაზიანების გამო 7 შეხვედრა გაუცდა, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ლა ლიგის ლიდერი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. 

რონალდთან ერთად ჟერარ პიკესა და სამუელ უმტიტის ტრავმების გამო “ბარსას” ბოლო შეხვედრებში სერიოზული საკადრო პრობლემა შეექმნა, რის გამოც გუნდის მთავარ მწვრთნელს სარეზერვო გუნდიდან ოსკარ მინგესას გამოძახება დასჭირდა, ესპანელმა მცველმა კი კრიტიკულ სიტუაციაში დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 04 დეკ 2020, 17:03

    წარმატებები.იმედია კარგ ფორმაში იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 04 დეკ 2020, 16:46

    20-25 წუთი უნდა ათამაშოს ხვალ რო ცოტა მოიხოდოს