მადრიდული “ხეტაფეს” სპორტულმა დირექტორმა, ტონი მუნიოზმა, მეკარე მიგელ ანხელ მოიას ოფიციალური პრეზენტაციის დროს, განაცხადა, რომ მისი კლუბის ხელმძღვანელობა “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელის, მარტინ მონტოიას შეძენითაა დაინტერესებული…
როგორც ჩანს, ტონი “ხეტაფეს” დაცვითი ხაზის ფლანგების გაძლიერებას გეგმავს და ფეხბურთელების ძიების დროს მარტინ მონტოიასაც მოკრა თვალი. მისი თქმით, მონტოია ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც “ხეტაფესთვის” ბევრი კარგი რამის მოტანა შეუძლია. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, მონტოია მომავალი სეზონიდან არა ბარსელონაში, არამედ მადრიდში, “ხეტაფეს” ფორმით მორბენალი ვიხილოთ…



