”არსენალის” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა აღნიშნა, რომ ლონდონურ კლუბში მას დიდი გამარჯვებები აკლია.
”მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ”ბარსელონაა”. იქ გადასულ ფეხბურთელს ტიტულები გარანტირებული აქვს. ფეხბურთელები, რომელბიც ამბობენ, რომ გაოცებულები არ არიან ტიტულების ვერმოგებით ცრუობენ. მე ამბიციური ფეხბურთელი ვარ. მწვრთნელთან არ მისაუბრია. ის ჩვენი ბოსია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. მე არ ვიცი, სურს თუ არა მას ჩემი გაყიდვა. ”რეალი”? არ მსურს რომელიმე კლუბი განვიხილო, მაგრამ ამავდროულად არასდროს შეიძლება თქვა არასოდეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გველის მომავალში” – სესკ ფაბრეგასის სიტყვებს ციტირებს ”as”.
