“ოსასუნასთან” გუშინ გამართული შეხვედრის (4-0) კულმინაცია მესის შედევრი და გოლის აღნიშვნა იყო. არგენტინელმა გოლი “ნიუელს ოლდ ბოისის” იმ მაისურით აღნიშნა, რომელიც დიეგო მარადონას ამ კლუბში პრეზენტაციის დროს ეცვა.
როგორც გაირკვა, მარადონას “ნიუელსში” დებიუტს მესიც ესწრებოდა. ამ ინფორმაციას რამდენიმე წყარო ადასტურებს, მათ შორის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდიც.
1993 წლის 7 ოქტომბერს “ნიუელს ოლდ ბოისი” ეკვადორულ “ემელეკს” ამხანაგურად დაუპირისპირდა. სწორედ იმ შეხვედრაში შედგა არგენტინულ გუნდში მარადონას დებიუტი.
თამაშის შესვენებაზე სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა “ნიუელსის” 6 წლის აღსაზრდელი იხილა, რომელიც ბურთით ჟონგლიორობდა და პუბლიკას ართობდა. გავიდა წლები და ის პატარა ბიჭი ყველა დროის საუკეთესოს წოდებას მარადონას ეცილება.
ეცილება არა რა მარადონაზე ბევრად უკეთესია
ლეო ყოველთვის მაგარია რა