“ბარსელონას” არგენტინელი ცენტრალური მცველის, ესეკიელ გარაის შეძენა შესთავაზეს. ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
34 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელიც ბოლო 4 სეზონის განმავლობაში “ვალენსიას” ღირსებას იცავდა, აქტუალური “ბარსას” დაცვის ხაზზე არსებული საკადრო პრობლემების გამო გახდა. მისმა გარემოცვამ რონალდ კუმანის გუნდის გარდა “ლივერპულსაც” მიმართა – მერსისაიდელები ვირჯილ ვან დეიკის ტრავმის გამო ანალოგურ სიტუაციაში არიან.
“ბარსელონას” გარაიზე უარი არ უთქვამს, თუმცა ზამთრის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მაინც “მანჩესტერ სიტის” მცველი, ერიკ გარსია რჩება.
გარაიმ წინა სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის შემდეგაც “ვალენსიას” შემადგენლობაში აღარ დაბრუნებულა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.




გამოცდილი მცველი საჭიროა მითუმეტეს რო თავისუფალი აგენტია და შეგვიძლია სეზონის ბოლომდე ითამაშოს.გარსიამ რაუნდა ქნას ისეთი რო გამოსწორდეს დაცვაში პრობლემა ჯობია გამოცდილ მცველს დავაბრალოთ დაცვაში პრობლემები ვიდრე ახალგაზრდა და პერსპექტიული 😂ეს ისე ვამბობ თორე რაუნდა გააფუჭოს გარაიმ
ოსკარ მინგესას თამაში ვინც ნახა, მიხვდებოდა, რომ არც ისე ცუდადაა საქმე
1 კვირაში არაუხო ბრუნდება და ლენღლე კიდევ ჯანმრთელადაა
სერჟი რობერტოს ადგილას პატარა სერჟი, ანუ სერჟინიო დადგება და უკეთესადაც რა თქმა უნდა
გუნდის ყველაზე უფრო სუსტი რგონი გასულ სეზონში დაცვა იყო და 8 გაშვებული გოლი არც მესის და არც ჯეკას კისერზე არ იყო
ბავარიამ 2 ბურთი გაუშვა, ანუ შეტევას მთლად ცუდად არ უთამაშია! ნორმალური დაცვა ასე არ შერცხვებოდა, გუნდი ან არ წაგებდა და თუ დამარცხდებოდა, დამარცხდებოდა საფეხბურთო ანგარიშით
სუსტი რგოლი იყო:
1. მწვრთნელი, რომელსაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული და არც რაიმე მონახაზი არ გააჩნდა, დუხზე რომ არაფერი ვთქვათ
2. სემედო, რომელიც ისე გაარღვიეს, თითქოს მცველის მაგივრად საფრთხობელა იყო დარჭობილი. არ უნდა მოვტყუვდეთ ფლანგზე სწრაფ, მაგრამ უაზრო ჩარბენების გამო
3. პიკე, რომელიც ზოზინებდა, აგვიანებდა და საკუტარი თავის აჩრდილიღა იყო დარჩენილი
4. ლენგლე, რომელიც დაზღვევაზე უსუსტესად გამოიყურებოდა და ახალგაზრდული ასაკისდა მიუხედავად, დასწრებაზე ვერასდრს ითამაშა და რამდენიმეჯერ მისი ზონიდან გაარღვიეს დაცვა
5. ალბა, რომელიც ფლანგზე ჩამორბენას მუდამ აგვიანებდა (ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ეგ მაგაზე ითქმებოდა), ცენტრისკენ შემოწევზე და დაზღვევაზე რომ არაფერი ვთქვათ
6. რაც შეეხება შუა ხაზს, რობერტო-ვიდალი-ბუსი-დე იონგი ყველა უფრო დაცვითი სტილისანი იყვნენ, ბოლო 2 სეზონი ჩამშლელად და მცველად ითამაშეს, რა მოხდა? ვიდალი გადამწვარი იყო, ბუსი შენელებული, ჯამში 4 ჩამშლელი შლიდა საკუტარი გუნდის შეტევას და ერთმანეთთან შეუთანხმებლობაც ეტყობოდათ. შესაძლოა მხოლოა 2 საყრდენი დაეტოვებინა (ბუსი-დე იონგი)
მკვდარტური უკვე წასულებში მოიხსენებოდა, ვიდალი და ბუსი ისევე როგორც რაკიტიჩი ვეტერნები იყვნენ და სისწრაფე არარ ყოფნიდათ, ფიზიკამ თავისი ქნა, ისე, როგორც ვალვერდე-სეტიენის აგდებულმა დამოკიდებულებამ ფიზმომზადების მხრივ, შესაბამისად, ვერც ახალგაზრდული ენერგიის ხარჯზე გაძლო ასაკოვანმა გუნდმა და შედეგი იყო სრული ფიასკო
ეხლა ალაპარაკდნენ 34 წლის მცველზე, რომელიც წესით მლს-ში ან ყატარში უნდა მიდიოდეს ფულის საკეთებლად და პიკესაც უნდა ეჩალიჩებოდეს, რომ იგივენაირად მოიქცეს
გუნდში გაამართლებს ის, ვინც იცის სადაც თამაშობს და რა ფასი აქვს ძირითადის მოთამაშეობას. ვინც უკვე ყველანაირ მოტივდაკარგულია, ის ვეღარაფერს შეჰმატებს გუნდს. ვინც შემთხვევით ან გაუგებრობის გამოი მოხვდა, ისიც…
ალბა სკამზე უნდა გადაჯდეს
ფირპო უნდა გაიყიდოს
კუკურელას ან გრიმალდოს დააბრუნებდა ჭკვიანი კაცი
უმთითი უნდა წავიდეს
ლენგლემ სკამზე უნდა გადაინაცვლოს, ფორმის შენარჩუნებით
პიკე უნდა წავიდეს
ჟორჟე კუენკა უნდა დააბრუნონ და არაუხო-მინგესა-კუენკა-ლენგლე ოთხეული იქნება მომდევნო სეზნის დაცვის ცენტრი
რობერტო სკამზე უნდა გადაჯდეს, საჭირო დროს დადგება ხოლმე, კიდევ სათასო მატჩებში უკაპიტნებს გუნდს
ბუსკეტსი ნელ-ნელა სკამზე
შუა ხაზზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა პუჩისთვის მეტი სათამაშო დროსი
კოუტინიოს თუკი მასტან ოუწევს ძირითადისთვის ბრძოლა, ორივესთვის კარგი იქნება
ისევე თუკი პედრის და პიანიჩს ექნებათ როტაციის და კონკურენციის საშუალება (ფრენკის საყრდენად დაწევის შემთხვევაში)
გრიზმანი გასაშვებია, ლეო დროდადრო უნდა ჩაანახვლოს პორტუგალიელმა და დემბელემ, რომელიც ფლანგიდან ფლანგზე იმოგზაურებს ანსუს დაბრუნებამდე
თუმცა იქ დე ლაფუენტესტან როტაციაც არაა ურიგო
და 9-იანზე ვინმე დონე ფორვარდი, უფრო ახალგაზრდა, სწრაფიც, ტექნიკურიც, ფიზიკურად ძლიერიც
ახლა ლოგიკურად 34წლის კაცის მოსვლას რომელსაც შეიძლება არაუხომაც აჯობოს და მინგესამაც აზრი აქვს?რასაც ეს ითამაშებს არაუხოს და მინგესას დაუთმონ ეს დრო.განვითარდებიან და მომავალში დადგებიან ფეხბურთელებად.ეს კიდე რო მოვიდეს ზაფხულში ხელით იქნება გასატანი
პენსიონრების ხელში რომ ვართ, იმიტომაც ვართ მე-12 ადგილზე
მოხუცთა თავშესაფარია თუ რად გვინდა 34 წლის გარაი? 😂 თუ ასეა სილვა ეთრიათ ისევ, ამაზე უკეთესია გაცილებით.