ინტერვიუ ანტუან გრიზმანთან

ინტერვიუ ანტუან გრიზმანთან

Movistar-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ბარსელონას” ფრანგი ვარსკვალვი ანტუან გრიზმანი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.

ხორხე ვალდანოსთან საუბრისას 29 წლის შემტევი მთელს თავის კარიერას იხსენებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი “ბარსელონასა” და კატალონიურ კლუბში ამჟამად არსებულ პრობლემებს უთმობს.

დიდი ხანია არ მილაპარაკია? კი, ასეა. ვფიქრობ, ეს “ბარსელონაში” ჩემი პრეზენტაციის შემდეგ არ მომხდარა. ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ერთხელ ვთქვი, მინდა ჩემი თავი მოედანზე გამოვხატო და არა მის მიღმა. თუმცა, ვფიქრობ, მოვიდა დრო, რაღაცებს საკუთარი ადგილი მივუჩინო. ბევრი რაღაცის გაძლება მომიხდა.

სიმართლეა, რომ ბოლო დროინდელი ამბების გამო, შესაძლოა, ჩემსა და ლეოს ურთიერთობაზე ეჭვები გაჩნდეს, თუმცა ვფიქრობ მან კარგად იცის, თუ რამდენად დიდ პატივს ვცემ. ის ჩემთვის სამაგალითოა და ვფიქრობ ლეომ ეს იცის.

თმის შეჭრას ბევრი მთხოვს, მაგრამ ამას არ ვაპირებ. ჩემს შვილებსა და მეუღლეს სურთ, რომ ასეთი ვარცხნილობა მქონდეს.

ჩემი კუმირი დევიდ ბექჰემი იყო. ის სამაგალითო იყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ეს მითხრეს ჩემმა იმ თანაგუნდელებმაც, რომლებთან ერთადაც ის “პარი სენ-ჟერმენში” თამაშობდა.

დავიბადე მაკონში. მამა ფრანგია, დედა – პორტუგალიელი. ჩემი ბაბუა პორტუგალიაში თამაშობდა, მამაჩემიც, მაგრამ ის ფეხბურთით გამომუშავებას ვერ ახერხებდა. 13 წლის ასაკამდე მამა მავარჯიშებდა.

სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. მხოლოდ ფეხბურთზე და პროფესიონალ სპორტსმენობაზე ვიყავი ფოკუსირებული.

10 წლის ასაკში ვცდილობდი საფრანგეთის პირველი დივიზიონის კლუბების ყურადღება მიმექცია, მაგრამ მათ ჩემ დამატებაზე უარი თქვეს. ამის მიზეზი ან ჩემი სიმაღლე იყო, ან სათამაშო დონე, მაგრამ შანსი არავინ მომცა. როდესაც “მეცმა” უარი მითხრა, ძალიან რთულად გადავიტანე, რადგან ამ კლუბს ჩემი დამატების პირობა ჰქონდა მოცემული. რამდენიმე დღის განმავლობაში ვტიროდი.

ერთ-ერთ ტურნირზე “რეალ სოსიედადის” სკაუტმა შემამჩნია, შემისწავლა და ჩემი მშობლებისთვის თავისი საკონტაქტო ინფორამცია დამიტოვა.

გუნდის პოვნა რთული იყო, მაგრამ ბევრი შრომით ამას მივაღწიე. სიტუაცია დღევანდელის მსგავსი არ იყო. გამორჩეული არაფრით ვიყავი. 10 000 დრიბლინგს არ ვაკეთებდი. მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც ჩემგან მწვრთნელს უნდოდა.

“რეალ სოსიედადთან” ერთად მე-2 დივიზიონში დავიწყე, სადაც ბევრი სამხრეთ ამერიკელი იყო. კარგი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი. სწორედ იქ დავიწყე მატეს სმა, კარლოს ბუენოსთან ერთად.

ესპანური არ ვიცოდი და თანაგუნდელებს ჩემთვის ყველაფრის თარგმნა უწევდათ, რასაც მწვრთნელი იტყოდა. ახალგაზრდა ასაკში ეს ძალიან რთული იყო.

“ატლეტიკოში” გადასვლის შემდეგ ბევრ პრობლემას წავაწყდი. მოვხვდი კლუბში, რომელსაც ლა ლიგა ახალი მოგებული ჰქონდა. ასეთ გუნდში ადგილი უნდა დაიმსახურო.

როდესაც მწვრთნელი რაღაცას მავალებს, ვასრულებ, თუმცა შეიძლება არ ვეთანხმებოდე. მან უკეთ იცის, რა არის გუნდისთვის უკეთესი. ასე მოქცევას განვაგრძობდი.

“ატლეტიკოში” ყველა ვარჯიში თამაშს ჰგავდა. ყველა გიყვიროდა იმისათვის, რომ ვარჯიშებზე სრულად დახარჯულიყავი.

ყოველთვის მიჭირდა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბარი, რომელშიც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე.

მსოფლიო ჩემპიონატი დიდებულად ჩავატარეთ. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავდა. ყველა თანაგუნდელს ვენდობოდი. ჩვენ ვიყავით ერთიანი გუნდი, რომელიც უტევდა და თავს იცავდა.

დეშამმა არგენტინასთან თამაშის წინ დაგვიბარა. მე მას შევთავაზე 4-4-2 სისტემით გვეთამაშა, მესი კი კანტესთვის ჩაგვებარებინა. მათ მითხრეს: “შენ ფიქრობ, რომ ეს “ატლეტიკოა”? მაგრამ მაინც მომისმინეს.

როდესაც “ბარსელონაში” გადმოვედი, მესის ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ერთი წლის წინანდელი ჩემი უარით იმედგაცრუებული იყო, რადგან მას საჯარო განცხადებები ჰქონდა გაკეთებული. მაგრამ იმ დროს უკვე ერთ მხარეს ვიყავით და მან მითხრა, რომ ჩემ გვერდით იქნებოდა.

დოკუმენტური ვიდეოთი იმის ჩვენება მინდოდა, რომ გუნდის არჩევა კანფეტის ყიდვას არ ჰგავს, როდესაც მიდიხარ მაღაზიაში და წყვეტ ლურჯი გირჩევნია თუ წითელი.

იმ დოკუმენტური ვიდეოთი ჩემი ოჯახიც იმედგაცრუებული დარჩა, რადგან მათ არც ფორმა მოეწონათ და  ჩემი “ბარსელონაში” გადმოსვლაც უნდოდათ.

მაშინ დარჩენა გადავწყვიტე. ყველას რჩევა მოვისმინე და გადაწყვეტილება მივიღე. ყოველთვის, როდესაც ვინმე რამეს მეუბნებოდა, ეჭვები მიჩნდებოდა.

კრიტიკას ვეთანხმები, რადგან ჩემს საუკეთესო ვერსიას ვერ წარმოვაჩენ.

“ბარსელონას” მსგავს გუნდში გადმოსვლა ძალიან რთულია. ერთი წლის განმავლობაში სამი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვითამაშე! ადაპტაციისთვის დრო მჭირდება! შემდეგ იყო კომენტარები… მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატებისგან.

ვალვერდე ჩემგან ითხოვდა მარცხენა ფლანგზე მეთამაშა და სივრცეები ამეთვისებინა. ზოგჯერ ცენტრშიც უნდა შევწეულიყავი, მაგრამ ძირითადად ჟორდი ალბასთან ერთად მემოქმედა. ვალვერდე ის ადამიანია, რომელმაც შემიძინა და მას დიდ პატივს ვცემ. მისი ნდობა მოვიპოვე.

სეტიენთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. მის დროს უკეთ დარტყმა და პასის გაკეთება ვისწავლე. ოჯახის წევრები ზოგჯერ მეუბნებოდნენ, მისთვის მეკითხა თუ რატომ არ ვთამაშობდი ხშირად.

როდესაც “ატლეტიკოსთან” მხოლოდ 5 წუთი ვითამაშე, სეტიენი ჩემთან საუბარს აპირებდა, მე კი ვუთხარი, რომ ეს საჭირო არ იყო. მან სურვილი იმ დროს გამოხატა, როდესაც ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი. ახლაც ვარ (იცინის).

ლეომ იცის, რომ მას დიდ პატივს ვცემ. მე მისგან ვსწავლობ.

ბიძაჩემს ფეხბურთის არაფერი გაეგება. ლეოს ვუთხარი, რომ მის სიტყვებთან საერთო არაფერი მაქვს. ბიძაჩემის WhatsApp-იც კი არ მაქვს.

ცოტა ხელშეწყობა ყველასგან მჭირდება. გულშემატკივრებისგან, კლუბისგან. თანაგუნდელები გვერდში უკვე მიდგანან. ჟურნალისტები ჩემ მიმართ ნაკლებად უხეშები უნდა იყვნენ. მათ მშვიდად ყოფნის საშუალება უნდა მომცენ.

მწვრთნელის ნდობა მოპოვებული მაქვს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში კლუბს რთული პერიოდი უდგას. თუმცა წინ ბევრი თამაშია და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა პრობლემებზე საკადრისი რეაგირება გვქონდეს. ახლა ჩემი დროა – უნდა ვაჩვენო, რომ ამ კლუბში თამაში შემიძლია.

ბევრი თამაში გვიწევს და ფეხბურთელები ტრავმებს ხშირად იღებენ. თუ ტრავმას მიიღებ, 30 თამაშის გამოტოვებას მოასწრებ (იცინის). ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში მეტისმეტია. თამაში უნდა განაგრძო, მაგრამ ეს უფრო და უფრო რთულია. ამდენი ტრავმა შემთხვევითობა არაა.

“ბარსელონაში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. კლუბში შესანიშნავად მიმიღეს. მინდა გუნდს დავეხმარო. მათ ნდობა გამომიცხადეს და მინდა ამისთვის სამაგიერო გადავუხადო. პრობლემა არავისთან მაქვს. ყველაფერი კარგადაა და მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ მშვიდად ყოფნის საშუალება მომცეთ.

მედიაში ყოველთვის ყველაფერი რთულადაა. თუ ჟურნალისტები ლეოს არ ეხებიან, მაშინ იწერება, რომ მე წასვლა მინდა, ან რომ იანვარში წასვლა მინდა, რადგან კლუბს ჩემი გაყიდვა სურს. ყოველ დღე იღვიძებ და ამოწმებ, რამე საშინელება ხომ არ მოხდა.

იმედი მაქვს, ეს ინტერვიუ სიტუაციას ცოტათი დააწყნარებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • nukri1996
    24 ნოე 2020, 20:28

    ციტატა: Griezzy7
    ძალიან მაგარი ადამიანია აი ძალიან! ნეტა მოაკეტინოს ამ კრიტიკოსებს და მეტი არაფერი არ მინდა რა! smirk kissing_heart მაგრამ დღევანდელ ბარსელონაში ეგ ორმაგად გაუჭირდება ნებისმიერ ფეხბურთელს….


    martla kai adamiania yvelanairad da mjera am kacis ro chvenc gveshveleba da amasac

  • Albicelecte
    24 ნოე 2020, 16:58

    ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები ლოგიკურად გგულშემატკიბრობენ ადამიანს და ემოციურად განმოხატავენ მათ განწყობას
    ხშირ შემთხვევებში ხდება, რომ პროფესიულ წრეში რა ხდება და რა "შიდა სამზარეულოა" ამის შესახებ არაფერი იციან
    მოულოდნელი არ იქნება, რომ ასეთ დროს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდონ თანაგუნდელებთან და იმ ადამიანებთამ მიმართებაში, ვინც არაფერ შუაშია

    PS. ჟურნალისტები არიან ზეპროვოკატორი ნაროდი, ყველაფრის არევ-დარევაზე მუშაობენ, ბევრი რამე სწორედ მათ კისერზეა

  • basa7
    24 ნოე 2020, 14:35

    ა კაცი

  • me da barca
    24 ნოე 2020, 14:18

    ეს მიწყნარდება, მაგრამ რაც მთავარია შენ მოუმატე და აზრი შემაცვლევინე.

  • El pistolero 9
    24 ნოე 2020, 12:10

    მიდი რა გრიზმო მოიხოდეე

  • ANSU FATI 10
    24 ნოე 2020, 12:01

    ბიძამისი იმენა ღლე გამოიყვანა ტიპმა) ღლეა ეგ არმოუსმინოთო რამაგარიკაცია))

  • liga134
    24 ნოე 2020, 09:41

    მოდი ამდენ უაზრო ლაპარაკს შეეშვი წადი და გააგრძელე ტ#აკის გაიფართოვება
    აბა ფეხბურთის თამაში შენ არ გამოგდის და
    ყველას #ლეზე იქნება ნაჯდომი ბარსაში ეს უეჭველი :დდდდ

  • C.PC5
    24 ნოე 2020, 09:08

    რავი რა, რაც ილაპარაკა თუ მართალია ცოტა უნდა მოკეტოს ყველამ. თავის გამოჩენა თუ უნდა დინამოსთანაა უმშვენიერესი შანსი. მესი არაა და ვერავინ შეუშლის ხელს შეტევების წამოწყებაში და თავის თამაშის ჩვენებაში. პატარა ბავშვის ფეხის ადგმას რომ ელოდებიან მშობლები ისე ელოდება ყველა კულე გრიზმანის გამოფხიზლებას და ათამაშებას. აი თუ გოლს არ გაიტანს საგოლე პასი მაინც გააკეთოს ხშირად და პროსტა ლამაზად ითამაშოს ამოვიდა ყელში გვერდზე და უკან პასები.

  • geniosi
    24 ნოე 2020, 07:04

    დაცვიდან რო დავიწყოთ მოსაწესრიგებელია დაცვა სერᲮი რობერტო დაიმტვრა და ეხლა მარჯვენა ფლანგზე გვაქვს ფიქრი რამოდენიმე ცენტრალური მცველებიც საყიდელიგვაქვს უმტიტისაც ტრანვა აქვს დემბელეს მეტი შანსი მიეცეს უნდა ძირითადში იყოს და გრიზმანსაც და მესისაც დასვენება ჭირდებათ ხოლმე რაც შეხება პედრი და პუიგი იჯარით შეიძლება გაშვება მარცხენა შემტევი ჭირდება ბარსელონას პედრი ჯერ გამოცდილი არ არის პიანიჩსაც შანსი უნდა მიეცეს და 4-3-3 სქმებაზე ვერ დაეწყობა გუნდი არაგყვავს ფეხბურთელები რო ესეთი სქმემა დაწყოს კუმანმა 4-2-3-1 და 4-3-1-2 შეიძლება ჯერჯერობით რასაც აყენებს კუმანი მესი და გრიზმანსაც შეწყობა უნდათ და Ათამაშებაც მარცხენა ფლანგელი რო Არარგყვავს ნეიმარის სახით რთულია ძალიან შეტევაზე საუბარი ნახევარდაცვას მოწასესრიგებელი გვყვავს რამოდენიმე ფეხბურთელის დამატებაც შეიძლება

  • M10 S9 D11
    24 ნოე 2020, 03:20

    რავიცი აბა იმედია ათამაშდება როგორც საჭიროა უმაღლესი დონის იგროკია გრიზმანი ამას დავა არ სჭირდება

  • Ronaldinho..
    24 ნოე 2020, 03:13

    კაი ეხა ეს გულიანი ინტერვიუ კარგად დაახვიოს და უკან გაიკეთოს!
    მართლა რეალითი შოუ კი არაა,ეხა ამაზე ოარ ვიტიროთ
    ელემენტარულსაც ვერ აკეთებს და ან დაიწყოს კეთება ან კიდე გაა..ჯვას რა 120 მილიონის თუ არა 30 მილიონის მაინც გააკეთოს რამე ცარიელ კარში რო ვეღარ იტანს !!!!!
    დავიღალეთ ამ უაზრო დაპირება ლაპარაკებით ,თამაშით დაამტკიცოს

  • Don_Andresito
    24 ნოე 2020, 03:11

    ამ ინტრიგა სათაურის მიუხედავად ზუსტად ვიცოდი ჩვეულებრივი ინტერვიუ იქნებოდა. იმ დოკუმენტურივით შეფუთული მარა არაფრის მთქმელი. არ მგონია მესის სძულდეს, თავიდან იასნი იყო ლეოს და სუარესის დამოკიდებულება ამის მიმართ მარა კარგი ტრიო შეიძლებოდა დამდგარიყო უკეთესი მწვრთნელის ხელში. სუარესის წასვლის მერე კიდე მესის ალბათ იმდენად აქვს ბარსას დატოვება გადაწყვეტილი აღარც ცდილობს ამასთან შეთამაშებას. თითონ გრიზმანს კიდე ჩვეულებრივი ჯადო აქვს, თან ძალიან მწარე წყევლა. იმენა არაფერი გამოსდის თორე მომენტებს ასე თუ ისე ქმნის. ეს ის ჯადოა რაც კოუსაც ქონდა, გომეშსაც, პაკოსაც თავიდან, დღეს კიდე თითქმის ყველა ახალწვეულს. რამდენი ხანია ბარსას ახალწვეულით არ მისიამოვნია. ნაყიდი იგროკით ანუ. ფრენკიც კი კოჭლობს ხანდახან. ძალიან მეეჭვება გრიზმანმა რამე შეცვალოს. აგერ ბოლო შანსი ლიგაზე მესის არ ყოფნაში. თუ ისევ ჩაი..ვა კარგად იყოს, იანვრიდანვე ვიზრუნებდი მაგის ახალ გუნდზე. კრიზისიდანაც ამოვიდოდით ასე თუ ისე და ტრინკაო მეტ დროს მიიღებდა, იქნებ ათამაშდეს.