Team Barca-სთან ინტერვიუში ხავიერ მასკერანომ, თავისი თანამემამულის, ლიონელ მესის, შესაძლო სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა:
“გახდება თუ არა მესი მომავალში მწვრთნელი? არავინ იცის. შესაძლოა, გახდეს. ეჭვგარეშეა, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის წაკითხვა ყველაზე კარგად შეუძლია. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ზუსტად ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროა. სწორედ ამიტომაა ის უნიკალური.”
“ამის შესახებ არასდროს მიკითხავს, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ლეო მწვრთნელი უნდა გახდეს.”
პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ვიქტორ ფონტმა და ჟორდი ფარემ, განაცხადეს, რომ კლუბში მათ მესის შენარჩუნება კარიერის დასრულების შემდეგაც სურთ. რა პოზიციას შეითავსებს არგენტინელი ასეთ შემთხვევაში ჯერ არაა ცნობილი.




აცალეთ ბიჭს ცხოვრება და ისიამოვნეთ მისი ჯადოსნობით მოედანზე, დაამთავროს თამაში და მერე იმსჯელეთ მის მომავალზე თუ ასე ძალიან გაწუხებთ ეს ამბავი 🙂
მესი- მწვრთნელი!!! კალაძე- მერი! კობიაშვილი-ფედერაციის პრეზიდენტი(პარლამენტის წევრი), ყაველაშვილი-პარლამენტარი!(გეხსომებათ ეგეც ფეხბურთელია). აი მესი კი მწვრთნელად!!!
მესი ადმინისტრაციაში იმუშავებს
როჟა არ ლაპარაკობს და მწვრთნელი რანაირად იქნება 😀 თუ სუარესი იქნება მაგის კამანდა 😀
მესი მოედანზე ვერ აძლევს მოტივაციას ფეხბურთელებს და გასახდელში რა უნდა ქნას არ ვიცი. შეიძლება ისეთი ჭკვიანი მწვრთნელი გახდეს ტვინი გადმოსდიოდეს თავიდან მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად ვერ მოხოდე სასტავი რაც არ უნდა მაგარი ტაქტიკა გქონდეს ერთი ჩავარდნა და ეგრევე ირევა გუნდი.
მესი და მწვრთნელი რაღაც არ წარმომიდგენია აი ბუსკეცი პაჟალუსტა გვარდიზე მაგარი ტრენერი გახდება თუ მიჰყო ხელი მწვრთნელობას