workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანური პრესა: მესის გაღიზიანება გრიზმანის ბიძის სიტყვებს არ გამოუწვევია

ესპანური პრესა: მესის გაღიზიანება გრიზმანის ბიძის სიტყვებს არ გამოუწვევია

ლიონელ მესის მიერ გუშინ გაკეთებული თითქოს სკანდალური განცხადება ანტუან გრიზმანის საკითხს არ ეხებოდა. ამ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ესპანური წყარო ავრცელებს.

RAC1-ის ცნობით, 15 საათიანი ფრენის შემდეგ მესი ბარსელონას აეროპორტში საგადასახადო ოფიცერმა დაახლოებით ერთი საათით შეაჩერა. COPE-ს ინფორმაციით, ის გაღიზიანებული სწორედ ამის გამო იყო.

Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი იტყობინება, რომ მესისა და გრიზმანს კარგი ურთიერთობა აქვთ.

კიდევ ერთი ჟურნალისტის, ელენა კონდისის ცნობით, გრიზმანს იმ ბიძასთან, რომელმაც ლეო მესი გააკრიტიკა, წლებია კონტაქტი არ აქვს და ფრანგი ნათესავის სიტყვებზე პასუხისმგებელი არაა. იმავე წყაროს ინფორმაციით, მესის გაღიზიანების მიზეზი აეროპორტში შეყოვნება იყო.

იგივე აზრზეა Sport-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი. მისი თქმით, მესისა და გრიზმანს ახლა ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. არგენტინელი ფრანგთან ისე ახლოს არაა, როგორც ნეიმართან და სუარესთან იყო, მაგრამ მათ ურთიერთობას დაძაბული მაინც არ ეთქმის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 19 ნოე 2020, 14:23
    #3

    ერთი ის ვიცი რო ტვინი გაუბურღეს ამ კაცს

  • me da barca
    schedule 19 ნოე 2020, 14:01
    #2

    მე მაღიზიანებს უკვე ამ გრიზმანის დამქაშების გამოხტომები და მესი, რომ გაღიზიანდეს არაა გასაკვირი, თუმცა მიზეზი სხვა ყოფილა.

  • nika 54
    schedule 19 ნოე 2020, 11:01
    #1

    " ფრანგი ნათესავის სიტყვებზე პასუხისმგებელი არაა."
    და რატომ არაა? მითუმეტეს თუ ურთიერთობა არა აქვს იმ ბიძასთან? გრიზმანი რო კაცი იყოს და არა ცოლის ჭკუაზე მოსიარულე, განცხადებას თვითონ გააკეთებდა და იტყოდა რომ თავისი ვაინათესავის სიტყვებს სრულად ემიჯნება, თუ არადა მესიმ უნდა მოსთხოვოს პასუხი იმ ყველა განცხადებებზე რაც მთელი წელია ისმის გრიზმანის სანათესაოს თუ საძმაკაცოს მხრიდან. ბოლოს და ბოლოს თვითონ ლეოზე არ მოქმედებს ამდენი ჭორები? იმიტომაც ხო არ არის ასე უხასიათოდ და ასე არაპროდუქტიული.