გუშინ ესპანეთის დროით 7 საათზე როსარიოში, სტადიონ ”ნიუელს ოლდ ბოისზე” ლიონელ მესიმ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო მატჩში, რომელიც ორგანიზებული იყო ხავიერ ძანეტის და მაქსი როდრიგესის ფონდების მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ მესი კოპა ამერიკისთვის არგენტინის ნაკრებთან ერთად გადის მომზადებას სიამოვნებით დათანხმდა თამაშს, თანაც ეს აქცია მის ქალაქში გაიმართა, სადაც ოდესღაც მან დაიწყო საფეხბურთო კარიერა.
მესის გარდა მატჩში, რომელიც ტარდებოდა ლოზუნგით ”ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი” მონაწილეობა მიიღეს ლეოს თანაგუნდელებმა არგენტინის ნაკრებიდან. გუნდებს ერქვათ ”პუპის მეგობრები” და ”მაქსის მეგობრები”.
”პუპის მეგობრების” კაპიტანი თავად ხავიერ ძანეტი იყო. მის გუნდში თამაშობდნენ მესი, სერხიო გოიკოჩეა, მარტინ დემიკელესი, ხონას გუტიერესი, ესეკილ ლავეცი და სანტიაგო სოლარი. მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანი მაქსი როდრიგესი იყო, რომლის გუნდში თამაშობდნენ სებასტიან პერატა, ლიონელ სკალონი, ლეონარდო ფონსიო, ემილიანო ინსუა, ევერ ბანეგა და ფერნანდო გაგო. მესიმ ორჯერ დაამწუხრა ”ნიუელსის” მეკარე, სებასტიან პერატა. პირველი გოლი მან თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
გასულ ჯერზე ასეთი ღონისძიება 2009 წელს ჩატარდა და მას 35.000 ადამიანი დაესწრო. წელს მატჩს დაახლოებით 30.000 ადამიანი დაესწრო. მატჩიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაირიცხება ფონდ ”Hogar Raquel Butazzoni”-ში.



