“ბარსელონას” და მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთელმა, ლუის მილიამ, ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელსაც გასულ ზაფხულში კლუბის დატოვება სურდა.
“ესპანური ფეხბურთისთვის ძალიან კარგია, რომ მესი “ბარსელონაში” დარჩა. ის ამბიციური ფეხბურთელია და ტიტულების მოგება სურს. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში არ მოხდა, ამას კი ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაც დაემატა, თუმცა მესი აღნიშნულ სიტუაციებს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს. მან იცის, რომ “ბარსელონას ” სათამაშო სტილი საკუთარ სტილს შეეფერება, ორივეს საერთო მიზნები აქვთ.
რონალდუმ პრიმერა დატოვა და რა თქმა უნდა, ცხოვრებაც გაგრძელდა, დიახ, მომავალში ჩემპიონატს მესიც დატოვებს და ცხოვრება ამ შემთხვევაშიც სხვა დიდებულ მოთამაშეებთან ერთად გაგრძელდება, თუმცა ისეთი მოთამაშის შეცვლა, როგორიც მესია, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემპიონატი მის გარეშეც იარსებებდა, მაგრამ შეიცვლებოდა. მიხარია, რომ ის დარჩა.”,
– მილიას სიტყვებს Tribal Football ციტირებს.
ადრე თამაშის დროს კომენტარები 1000-მდე ადიოდა, ახლა კი 200-მდე ძლივს ადის.