უსმან დემბელე, რომ ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს ეს ძველი ამბავია. მსოფლიო ფეხბურთს ახსოვს ვასრკვლავები, რომლებიც ორივე ფეხით იტანდნენ, მაგალითად: პაველ ნედვედი, მიხაელ ბალაკი, ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ უსმან დემბელე ის ფეხბურთელია, რომელსაც თავადაც ვერ გაუგია რომელი ფეხი უფრო ძლიერი აქვს.
იმ ცნობილ ვიდეოს აღარ გავიხსენებ, სადაც დემბელე და ფრანგი რეპორტიორი, დიდი ძალისხმევით ცდილობენ გაერკვნენ ამ თავსატეხში და რაც მეტი კითხვა ისმება, მით უფრო ბუნდოვანი ხდება დემბელეს ძლიერი ფეხის ამბავი.
სტატისტიკას რომ თვალი გადავავლოთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ეს დაბნეული ბიჭი, განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული.
„დამბოს“ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 22 გოლი აქვს გატანილი. აქედან 12 მარცხენა ფეხით შეაგდო, ხოლო 10 მარჯვენათი. ამ სეზონში ორი გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა („ფერენცვაროშთან“ და „იუვენტუსთან“), ხოლო ერთი მარცხენათი. („ბეტისთან“).
მისი მთელი კარიერის სტატისტიკაც ძალიან თანაბარია. დემბელეს სულ 46 გოლი აქვს გატანილი. აქედან 21 მარცხენა ფეხით, 24 მარჯვენათი, ხოლო ერთი გოლი თავით შეაგდო.
მისი სტატისტიკა სხვა გუნდებში ასე გამოიყურება:
- „დორტმუნდი“ – 10 გოლი. 5 მარცხენა ფეხით, 4 მარჯვენა ფეხით, ერთი თავით.
- „რენი“ – 12 გოლი. 4 მარცხენა ფეხით, 8 მარჯვენა ფეხით.
- საფრანგეთის ნაკრები – 2 გოლი, ორივე მარჯვენა ფეხით.
უფრო მეტი კონცენტრაციაა საჭირო ვატყობ ამ ბოლო თამაშებში გამოსწორებული აქვს რაც კაია და უფრო მეტი დახვეწილობაა საჭირო
აბა რა, უბრალოდ ხანდახან მგონია, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ გამოიყენოს.
ხო ერთი პერიოდი თვითონაც არ იცოდა რომელი ფეხი გამოეყენებინა ეხლა რაღაც დაამუღამა
დემბელე გოლავიკი არაა ძირითადად ასისტებს აკეთებს
და მაგით აპრავებ?? მოვ.ტან მაგრნაირი ვინგერი გოლის გატანა რომ პრიორიტეტი არაა მისი… ასისტი თორე სეზონში 20+ აკეთებს რასამბობ
არ ვაპრავებ და არც იმას ვიძახი რო გინდა თუ არა ასისტია დემბელეს პრიორიტეტი ვიდრე გოლი უბრალოდ გოლზე დაგეშილი არაა უფრო ასისტების კეთება გამოსდის 20+ ასისტი რო გააკეთოს მინიმუმ სეზონის უმეტესი ნაწილი უნდა თამაშობდეს და ჯერ მაგდენი არ უთამაშია სადაც ითამაშა დორტმუნდში კი გააკეთა 20 ასისტი ასე რომ დავაცადოთ
22 ასისტი დორტმუნდში

Iniesta_8,
მესის ნუ შეადარებ მაინც და მაინც : ) მიუწვდომელი სიმაღლეა.
სანჩოსთან შედარება შეიძლება.
დემბელეზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო . რაც არ უნდა ცუდად ითამაშოს დაცვის 2 კაცი ყოვეთვის გადაყავს თავისკენ და მესის უხსნის გზას . ჩემი აზრით ტრამვა თუ არ მიიღო და კუმანმა არ წაუბენზემა და ათამაშა თავის სიტყვას იტყვის ,
ტრინკაოს რაც შეეხება ძაან ფრთხილია ვერ ამწვავებს და დარტყმაც არ უვარგა . ჩემი აზრით ვერ გაქაჩავს თუ არ შეცვალა რამე .
შტეგენი
დესტი , პიკე , არაუხო , ალბა
პიანიჩი , დე იონგი
დემბელე , კოუტინიო , პედრი ,
ფატი
იმედია ამ სასტავით ითამაშებს როდისმე . ჭე კლასის გუნდთან მაინც
titi,
გაიხარე მეგობარო❤
აბა რა, უბრალოდ ხანდახან მგონია, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ გამოიყენოს.
ხო ერთი პერიოდი თვითონაც არ იცოდა რომელი ფეხი გამოეყენებინა ეხლა რაღაც დაამუღამა
დემბელე გოლავიკი არაა ძირითადად ასისტებს აკეთებს
Moriba,
მოგესალმები. ნუ მიაქცევ ყურადღებას პროვოკატორებს. მოსიარულეე სტალკერებივით არიან. ოღონდ ვინმე წამოაგონ ასე ერთობიან. ისიამოვნე იმით რაც გიყვარს და სულელ ადამიანებს ნუ აქცევ დაბრკოლების მიზეზად.
23 წლისაა და 46 გოლი აქვს სულ გატანილი. მაგის ასაკში მესის ერთ სეზონში გაქონდა მაგაზე მეტი. მბაპეს 100ზე მეტი გოლი აქვს და ჯერ 21 წლისაა. ტეხავს მაგის მაგივრად ეს რომ იყიდეს.
სალამი ყველას ახალი ვარ რაც შეეხება ვათვალიერებ ამ საიტს და ძაან მეგობრული საიტია ნუუ ერთი პროვოკატორი როა ani benzo ის კარგა ხანია არ გამოჩენილა და მეც მომეშვა გულზე არვიცი თუ გახსოვთ ადრეც ვიყავი AFRO მეწერა მაგრამ ვეღარ შემოვედი იმედია კარგად მიმიღებთ❤❤
ჩემი აზრით მარჯვენაა ბურთის ტარების დროს ეტყობა რომ მარჯვენით უფრო კარგად მიაქვს ასევე ოასებიც უფრო ხშირად მარჯვენათი აკეთებს და თან ყველა დემბელე ვინც ვიცი მარჯვენა ფეხს უკეთ ხმარობს 🤣
ძაან ნიჭიერი როა ამაზე ორი აზრი არაა უბრალოდ ამდენმა ტრავმამ და უდისციპლინობამ თავისი ქნა იმედია ათამაშდება და ნაკრებშიც მალე ველი დემბუზს💙❤️
M10 S9 D11,
აბა რა, უბრალოდ ხანდახან მგონია, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ გამოიყენოს.
ძაან დიდი უპირატესობაა ფეხბურთელისთვის ორივე ფეხს რო თანაბრად ხმარობს