გუშინ ევროპულ საფეხბურთო მოედნებზე მორიგი სანაკრებო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო.
“ბლაუგრანას” მოთამაშეების დაპირისპირება შედგა ლისაბონში, სადაც ფრანსიშკუ ტრინკაუს პორტუგალია გრიზმანისა და ლანგლეს საფრანგეთთან ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ტრინკაუ თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, გრიზმანმა სრულად ითამაშა, ლანგლე კი სათადარიგო იყო.
ერთა ლიგაზე ზედიზედ მე-2 თამაში ვერ მოიგო ესპანეთმა, რომელიც შვეიცარიას სტუმრად დაუზავდა (1-1). “ფურია როხას” მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ სერხიო რამოსმა 2 თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა სერჟი რობერტომ, სერხიო ბუსკეტსმა კი მოედანზე 72 წუთი დაჰყო.


