კატალონიური ”ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ერიკ აბიდალმა ”El Mundo Deportivo”-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შვებულებაში დიდხანს არ დარჩება.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი გეგმავს ვარჯიშებს, რათა მოსამზადებელ ეტაპს კარგ ფორმაში შეხვდეს.
”ვფიქრობ, რომ უნდა ვიმუშავო, რადგან ოპერაციის გამო 2 თვე გამიცდა. მოსამზადებელ ეტაპს კარგ ფორმაში უნდა შევხვდე. აგვისტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ესპანეთის სუპართასის ეგიდით გვიწევს მადრიდის ”რეალთან” შეხვედრა. რა თქმა უნდა ინდივიდუალურ პროგრამას გადაჭარბებით არ შევასრულებ, რადგან შედგენილ გეგმას მივუყვები” – განაცხადა ერიკ აბიდალმა.
