workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი: არ ვიცი, რამდენი აქვს მესის ხელფასი

“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი: არ ვიცი, რამდენი აქვს მესის ხელფასი

“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავი ვილაჟოანა უცნაურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, არ იცის, თუ რამდენი აქვს ლეო მესის ხელფასი.

“თუ გულახდილი ვიქნები, უნდა გითხრათ, რომ არ ვიცი, რამდენი აქვს მესის ხელფასი. არ გატყუებთ. გარწმუნებთ, არ ვიცი, რამდენს გამოიმუშავებს ის.” – განაცხადა ვილაჟოანამ El Larguero-ს ეთერში.

მართალია, ვილაჟოანას არც კლუბის ფინანსური მხარე ებარა და მისი მოვალეობა არც პირველ გუნდზე ზრუნვა იყო, მაგრამ ის ესწრებოდა დირექტორთა საბჭოს შეხვედრებს, სადაც, სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ფეხბურთელების ხელფასების შემცირებაც არაერთხელ განიხილეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მესის ხელფასის შესახებ ინფორმაციის მიღება გუგლშიც შესაძლებელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nikusha
    schedule 13 ნოე 2020, 12:29
    #1

    შენ რატომ უნდა იცოდე მესის ხელფასი აი რატო?