ჟოზეპ მარია ბართომეუს ბოლო წუთამდე დირექტორთა საბჭოს 13 წევრი შემორჩა, ზუსტად იმდენი, რამდენიც წესდებითაა მინიმალურად მიჩნეული. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩავი ვილაჟოანა. მართალია, გავრცელებული ინფორმაციით, მას ბოლო დღეებში გადადგომა უნდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გააკეთა და ბართომეუსთან ერთად ბოლო წუთებამდე იმუშავა.
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩავი ვილაჟოანა “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
Marca-სთან საუბარში ვილაჟოანამ განაცხადა: “გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც გავაკეთებ, მესისთან ერთად დავჯდები და მას მოვუსმენ. იმის გათვალისწინებით, თუ რას მეტყვის, შეთავაზებას გავუკეთებ.”
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ვილაჟოანამ ასეთი რამ განაცხადა: “ჩემს დირექტორთა საბჭოში ბართომეუს დირექტორთა საბჭოდან არავინ იმუშავებს.” გამოდის, რომ მისი აზრით, ბართომეუს დირექტორები კლუბის დირექტორობისთვის არ გამოდგებიან, მაგრამ პრეზიდენტად – კი.
ბოლოს, რაც წერია, ეს საარჩევნო ტრიუკია?
გადაშენდი აქედან.