არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის ჯანრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო მესის კოჭის მცირე ტკივილები ისევ აწუხებს, თუმცა, არგენტინელთა დამრიგებლის თქმით, ეს სერიოზული არაა.
“მესი ჩვეულებრივ ვარჯიშობდა. ლეო კოჭში მცირე დისკომფორტს გრძნობდა, მაგრამ ის ორივე შეხვედრაში უპრობლემოდ ითამაშებს”, – ციტირებს სკალონის სიტყვებს TNT Sports.
მესის არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 2 მატჩს გამართავს. “ალბისელესტე” 13 ნოემბერს პარაგვაის შეხვდება, 18 ნოემბერს კი – პერუს.
თუ ტრავმა აიკიდა მოგ…ვ დ…
ვერ ვიგებ როგორ უნდა იყოს ფეხბურთელისთვის კოჭის ტკივილი უპრობლემო?
ხელებით ირბინოს თუ როგორაა საქმე?!
🤔 🤔 🤔
ორივე თამაში მოსაგები აქვთ.წინ ალბისელესტე💙💙💙