“ბეტისთან” შეხვედრა “ბარსამ” წარმატებით დაასრულა, მაგრამ დაცვაში კვლავ პრობლემებია, თანაც ისეთი, რომ ათკაციანმა “ბეტისმაც” კი მოახერხა გატანა. მეტოქის შეტევები მეტწილად მარცხენა ფლანგიდან ვითარდებოდა, პირველი ტაიმის ბოლოს გრაფიკული გამოსახულებითაც შეგვახსენეს:
- მარცხნიდან 6 შეტევა
- ცენტრიდან 2
- მარჯვნიდან 1
ეს ერთი მხრივ განპირობებული იყო იმით, რომ ბებერი ხოაკინი ალბას ვერაფერს დააკლებდა, ხოლო სერჟი რობერტოს ფლანგზე ყველაფერი გაცილებით მარტივია, თუმცა რობერტოს ინდივიდუალური შეცდომების ნაცვლად, უმჯობესია აქცენტი ტაქტიკურ შეცდომებზე გავაკეთოთ.
კარგად ნაცნობი კომბინაცია
“სევილიასთან” ანალიზისას ვნახეთ, რომ “ბარსას” ზუსტად ანალოგიური, სამსვლიანი კომბინაციით უტევდნენ. “მესამეზე პასი” თუ სწრაფად და ზუსტად კეთდება, მისი ჩაჭრა როგორც წესი ძალიან რთულია და ამჯერად მეორე სევილიურმა კლუბმაც ისარგებლდა ამით. რობერტომ ვერც ართმევაზე ითამაშა და ვერც ბურთი ჩაჭრა.
ეს კომბინაცია რომ სახიფათო მომენტით არ დასრულდა, ლანგლეს დამსახურებაა, რომელმაც დროულად დააზღვია ჟერარ პიკე, შესაბამისად მათ სწრაფად შეძლეს პოზიციების გაცვლა. ლანგლე მარჯვნივ აღმოჩნდა, პიკე მარცხნივ, ამ დროული გადაადგილების შედეგად შეტევა განიმუხტა, თუმცა შემდეგ ეპიზოდში ვნახავთ, რომ ლანგლე დაზღვევაზე ყოველთვის კარგად ვერ თამაშობდა.
იგივე რაც “რეალთან”
მადრიდის “რეალთან” ვიდეო ანალიზის შედეგად ვნახეთ, რომ “ბარსა” ცენტრიდან გახვრიტეს, მეტოქე სარგებლობდა პიკესა და ლანგლეს შორის დარჩენილი სივრცით. ამჯერადაც ასე მოხდა, იმის ნაცვლად, რომ ლანგლე და ალბა ცენტრში შემოწეულიყვნენ და “ბეტისის” ფეხბურთელი ფლანგზე დაეტოვებინათ, პირიქით, ფლანგზე მყოფი ფეხბურთელები აიყვანეს და ცენტრი მოშიშვლებული დატოვეს.
დემბელესa და რობერტოს მასტერკლასი
დემბელესa და რობერტოს ერთი კაცი ჰყავდათ ასაყვანი, დემბელეს მასთან მჭიდროდ უნდა ეთამაშა, ხოლო რობერტოს უნდა დაეზღვია, მაგრამ პოზიციური დაცვის ნაცვლად, ორივემ პასის ჩაჭრა მოისურვა, ორივე შეცდა და სახიფათო მომენტიც შეიქმნა.
გოლები
მიუხედავად იმისა, რომ “ბეტისი” საკმაოდ გააზრებულად და ორგანიზებულად უტევდა, გოლები ძალიან მარტივ კომბინაციებს მოჰყვა. პირველი გოლის დროს “ბარსა” თავს სწორად იცავდა, მაგრამ დაცვის ხაზის სამმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო ბურთის ჩაჭრა, შენელებული კადრით ეს გაცილებით კარგად ჩანს, განსაკუთრებით პიკეს ცეკვის ილეთი.
მეორე გოლის დროს დისტანცია კვლავ დარღვეულია, თუმცა მხოლოდ ამაში არ არის საქმე, დაცვის ზუსტად იგივე სამი წევრი, ინდივიდუალურად ძალიან სუსტად თამაშობს, მეტოქემ ისე ჩაიქროლა, თითქოს რონალდინიო ყოფილიყოს. ასეთ დონეზე “ბარსა ბ-შიც” არ თამაშობენ.
დასკვნა
“ატლეტიკოსთან” შეხვედრისთვის პირველი ამოცანა პიკესა და ლანგლეს მაქსიმალურად შემცირებული დისტანცია უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ფელიში და სუარესი ერთმანეთთან ძალიან ახლოს თამაშობენ. ნებისმიერი ასეთი ნაპრალი გოლი იქნება ჩვენს კარში.
აი სერჟი რობერტოს შემთხვევაში თავსატეხს ვერ ავიცილებთ. დიდი ალბათობით ინდივიდუალურად კვლავ დაიჩაგრება.

იუთუბზე გადადი და წესით უნდა გაჩვენოს.
თუ არ გაჩვენებს მითხარი და ვუზამ რამეს, ლოგოს წავუშლი ან კომენტატორს გამოვრთავ : )
მადლობა, ფეოლა <3
ჰო 4 : 2 : 3 : 1-ით ითამოშონ ატლესთან და ნახავს მერე ატლეტიკო რასაც უზავს ცენტრშიც და შეტევაშიც მაგ " გენიოსს "
ძალიან საინტერესო ვიდეოებია
ფაქტია რომ რობერტოს დახმარება ჭირდება ფლანგზე მაგრამ არა პიკესი თორე გვაფარჩაკებენ ცენტრიდან როგორც ბეტისთან გამოჩნდა.დემბელე კი ეხმარებოდა ერთიორჯერ მაგრამ უმჯობესია რომელიმე საყრდენი მიეხმაროს და ასე მცველებს შორის დისტანციაც შემცირდება
იუთუბზე გადადი და წესით უნდა გაჩვენოს.
თუ არ გაჩვენებს მითხარი და ვუზამ რამეს, ლოგოს წავუშლი ან კომენტატორს გამოვრთავ : )
ვიდეოებს არ აჩვენებს. ლა-ლიგიდან იბლოკებაო.